ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2008


ლექსები

. . .

მოდიხარ, ჩუმი და სიშორიდან
გამოგაცილებს სხივთა ამალა,
მოხვალ და იმ ძველ ლოცვებს მოიტან
ერთ დროს ქარმა რომ მტვერში დამალა.

მოდიხარ ცეცხლში მშვიდობის წვიმად!
რა უფლება მაქვს რომ არ მიყვარდე,
მე რომ ვიტირო, რაღა თქვან იმათ,
ვერ მოაღწიეს ვინაც წირვამდე.

მოდიხარ, ნდობის მგონიხარ სხივი,
ალბათ შენ ეს გზა მარხვით იარე,
რა ვქნა?! თუ ისევ გული მაქვს ცივი
და საფლავივით ვარ მგლოვიარე.




. . .


ისევ ვხატავ,
ტბაზე ჰამო
იცი ნატავ?
დგას საღამო.

მიმოდიან,
ლამაზობენ,
იყო გვიან,
ამა სოფელს,

გავიხსენებ
როგორ თოვდა,
(ქარი ცხენებს)
მოგრძო ოდას

ასდიოდა
ბოლი როგორ,
ატმის რტოდან
თეთრი გოგო

როგორ წრფელად
მიღიმოდა...
თითქოს ველად
მთის კიმოდან

გადმომდგარი
იყო შველი,
მკა რომ არი,
იმ დროს ველი

დაღლილია
გული ოხვრით,
ბაღში ია
ფრთას რომ მოხრის,

ჩამახედა
შენს თვალებში!
გაღმა ხეთა
შენავლებში.

მერე მომკლა
იასთანა,
რეკდეს სოფლად
იავნანა.

გამაცილოს
მაგ თვალებმა,
სადღაც...ნილოსს
როგორც ემბანს

მივაშურებ
ბედნიერი,
მივა სურებს
ჩემი ერი.

ატირდება
წინანდალი,
მხრით ბზა დამაქვს
წინ შანდალი.

კვლავაც ვხატავ
ტბაზე ჰამო



. . .


როგორც თოვლიან საღამოთა ცივი ალერსი,
ისე მე შენი სილამაზე გუშინ გავლექსე

და რადგან თოვდა, არ გეგონოს რომ ვერ გხედავდი
იქ, შენს სარკმელთან ვკითხულობდი გალას "ხეთა რიგს"

შენ კი გეძინა, ვერ გამოხველ, ვერ დამენახე,
თოვდა აივნებს! თოვდა ქუჩებს! თოვდა ვენახებს!

ნეტავი რაზედ ოცნებობდნენ შენი თუჩები?!
თოვლს თუ გადვურჩი, ვიცი მათ ვერ გადავურჩები.

ძილს მისცემოდა შენი ქუჩა, ძველი სახლები...
შენს შესახვედრად, მოკრძალებას მე ვიახლებდი.


ეს ძველი ლექსებია, რომლებსაც კიდევ დავამატებ. ასე დავიწყე წერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები