ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თე_თე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 ივნისი, 2010


გადამამრავლეთ ...

გადამამრავლეთ ...ოღონდ მანამდე ნაწილ-ნაწილ სცადეთ შეგრძნება
ამომწურავად შემისწავლეთ , არ მოგერიდოთ !

დაიწყეთ ფიქრით ... იფუსფუსეთ გრძნობის უჯრებში
განცდებს ნუ ურევთ , ნაჩქარევად ჩავკეცე თითო

სევდას ისედაც გაგატანდით , ნუ მალავთ , ვხედავ
თუმცა წაიღეთ , არ მჭირდება _ არ მოაბრუნოთ

არა , მაგ თაროს გული ქვია , ამაყად გიმზერთ
მე რა მოხდა ,თუ ნაპრალებს არ იმჩნევს თითქოს

ცოტა მარჯვნივაც გაიხედეთ ... დარდი შემომრჩა
მაგრამ გაგატანთ , მე მამძიმებს ,არც  მენანება

საყოველდღიოდ ავიჩემე უბრალო ხალხი …
გეწყინათ ვინმეს ? ... სურვილი მაქვს არ შევიმჩნიო .

გადამამრავლეთ... გამაბევრეთ ... ნუ მალავთ სურვილს
უბრალოდ ერთი რწმენა მაქვს და ამას ვერ დავთმობ !



09/04/2010

Te…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები