ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2010


დაბრუნება

მონატრება....
და გზების მტვერი
ჩაწნული თმაში...

ვბრუნდები ასე,
დაგინახავ შენ, ხელებგაშლილს!
მთვარის შუქით მოვერცხლილ გზაზე...

რა ძნელი იყო შეთანხმება საკუთარ თავთან!
რა ძნელი იყო დაბრუნება
საკუთარ თავში...

მონატრება...
და გზების მტვერი
ჩაწნული თმაში...
ყურს ვუგდებ ქალაქს,
როგორც დედის მშვიდ გულისცემას.

რა ძნელია დაბრუნება
საკუთარ თავში....

                                                    6.06. (2010). სერგეი ნეველი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები