ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ჭკუაზე არ ვარ და...

აივსო ოზონი შეგრძნებით იმპულსურ,
ცოტაც და სიმშვიდეს ნერვები აიტანს...
ვგიჟდები მე ახლა  ყვირილი ისე მსურს
და შენ რომ გესმოდეს ჩემი ხმა არ მინდა.

გეძებდი ყნოსვით და დაგკარგე გეშივით.
პირს ვაღებ, ჰაერი სუნთქვისთვის არ კმარა.
ამაღამ გიპოვნი სისხლივით აღრეულს
და გამიჭირდება ასეთის  ატანა.

დათხაპნა საღამო შავ თეთრი გუაშით
ბინდმა და ქალაქი დატოვა ლაქებად.
იწვიმებს, ღრუბლები წვეთებმა გალეშეს.
ჭკუაზე არ ვარ და სიგიჟე მბრალდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები