ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
8 ივნისი, 2010


2:05

რა ლამაზი ხარ... ერთად სადმე წავიდეთ, იქნებ
სადმე ერთმანეთს მარტოობაც... გავუნაწილოდ
მთვარისსიჩუმეგანდობილი ქალაქი - წიგნი,
რის სასაცილო, თუ ღმერთი გწამს, რა სასაცილო?!

ნუთუ არასდროს არც დედასთან არ გიჩხუბია?
არც დაქალებთან, არც მესთან, ან საკუთარ თავთან,
როცა არ გინდა, მაგრამ მაინც ჩამიჩუმობენ
ცად ვარსკვლავები, მართლა არ ... რომ სამყაროს გასცდე?

კედლებს კი არა, თუნდაც შემდეგ მაღვიძარამდე,
რომ დაივიწყო სველ თვალებში ჩაღვრილი სარკე,
არაფერი თქვა! ამოდენა რამე გადამდე,
რაღას დამალავ, რომ თვალებში ვერ არ და არკი

მიყურებ, საშველს დააცეცებს ცეცხლის ალივით
შენი ასეთი გამოხედვა, ასეა რადგან,
მე შემიძლია დავწერო, რომ შენ ის ქალი ხარ
უკვდავებასთან მივიდა და ვინც გვერდზე გადგა.

მე შემიძლია ანდა სულაც დავწერო: არა,
არ შემინიშნავს, როგორ შემაცხრათვალიერე,
არც ის-როგორღაც ცრემლები, რომ დამალე, მაგრამ
სწორედ ამიტომ-მოიძიე სათვალეები.

მოკლედ, ათასი შემიძლია დავწერო რამე...
ან გაგიმეტო, ან დაგინდო უკვდავებისთვის,
მაგრამ ამჯერად სამის ხუთი წუთია ღამის-
შენი ასაკი, ისე, ჩემთვის, არა სხვებისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები