ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2010


მიყვარხარ


ძალიან, ძალიან, ძალიან მიყვარხარ,
შენ ჩემი სუნთქვა ხარ და ჩემი სიტყვა ხარ,
ჩემთან ხარ ვმხიარულობ, შორს რომ ხარ დარდი ხარ
და მაშინ ძალიან, ძალიან  მაკლიხარ.

იცოდე ძალიან, ძალიან მჭირდები,
ხან რომ მზედ ანათებ, ხან რომ გაწვიმდები,
შორს რომ ხარ მზეც ჩემთვის მიმქრალი მთვარეა,
ჩემთან ხარ ბუნებაც იცინის,  დარია.

შენთან ვარდად ხარობს ეკლებად  დარგული.
მე შენთან ვიპოვე ნეკნი დაკარგული, 
შორს რომ ხარ ვღამდები, რომ გნახავ - მათენებ,
შენსავით არავინ, არავინ მამთელებს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები