ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2008


განტოლება




მხედავ განტოლებად, ბევრუცნობიანად,
გახელებს პასუხის ძიების აზარტი
და მეც აღარ ვჯდები არც ერთ ფორმულაში
შენი ინტერესი უფრო რომ გავზარდო.

ყოველდღე გეცვლება მიდგომის ხერხები,
ყოველდღე თავიდან  უარმყოფ, მამტკიცებ,
ალბათ შეურაცხგყოფს ის აზრი მეცნიერს,
რომ ვეღარ მომარგე სტანდარტულ მატრიცებს.

მე კი... მეცინება შენს ამდენ შრომაზე,
ბევრად უბრალოა ჩემი ამოცნობა,
პატარა, ხუჭუჭა ბავშვი ზის ჩემს სულში,
ხანდახან ჯიუტად მოითხოვს ანცობას...


მოდი, ამ ლექსს ლეიქს ვაჩუქებ, მიხვდება რატომაც ;)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები