ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2010


სახუმარო : )

წვიმს და ჭექავს ქუხილი,
ისე მაგრად ღრიალებს,
მე მიქადის მუხთალი,
რაღაც ორომტრიალებს...

მაგრამ შიში შორეთში
წასულა და არ სჯერა,
უცნაურად მოვეშვი,
მგონი ვკვდები ამჯერად...

მოვკვდები და არიქა...
მომაყრიან ყვავილებს,
ატეხავენ პანიკას,
მაგრამ ეს არ მაღელვებს!

მთავარია წასული,
რომ იქ მოვეწყო კარგად,
მოვიგონო წარსული...
ნეტა ღვინო უვარგათ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები