ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ომ
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2010


მაკუცას

შეკრული თმების გრილი სურნელით
ფანჯრის სითბოსთან დგახარ მსურველი
მომჯადოები ჰანგების რუმბის
და უხმაურო ქუჩის, სიჩუმის.

უხმოდ გახედავ უშნო  როიალს,
ბებერ ოთახის რომ დგას კუთხეში,
კანკალით ახებ თითებს ბროლიანს
და ყურებს ხვდება ბგერა უხეში.

აფართხალდება გული უბეში,
ვით გალურჯებულ ცის გაქუხება
აკორდი, მსგავსად წვეთის გუბეში,
მოივლის ოთახს და გაჩუმდება.

ბოლოს მოუღებ სიგარის ხმაურს
და უჩვეულოს დაიწყებ ცეკვას.
გრძნობას დაუჭერ შენს გულს უცნაურს
და მაგიდისკენ აპარებ მზერას.

შენ, მოლოდინით კარზე ხმის, ზარის
თრთოლვას დაგიწყებს უცხოდ სხეული...
სანუგეშებლად ფურცლის და კალმის
პოეტი მუდამ რჩება ეული.

      მართალია, არ ვიცნობ ამ ადამიანს პირადად, მაგრამ მისი ლექსებიდან იმდენი გულღიაობა და სევდა მოდის, მე იგი ასეთად წარმოვიდგინე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები