ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2010


მესროლეთ...

დღე აღარ მთავრდება. კადრივით ნაჩეხი,
იცლება მზისგან და სისხლივით გუბდება.
მე ერთხელ ხმამაღლა დავწყევლე გამჩენი
დავკარგე ყველა და ამემღვრა გონება.

არა მაქვს სურვილი თავიდან მიჩვევის,
რომ ჩემი სიმართლე ერთ ლუკმად არ ეყოთ.
მე ამ დედამიწას მგზავრივით ჩავუვილი,
ნაპირზე ნაყარი ქვებივით გარიყულ.

არავინ არ არის,  მშველელი არსად ჩანს,
მიწასაც გავითხრი შეჭმული ფრჩხილებით.
მხოლოდ თავს, ვერავის ვერ ვუმტრე დანარჩენს.
და ყელში ფხასავით თუ გავეჩხირები

სიცოცხლეს, ტკივილი არასდროს მორჩება.
მესროლეთ!-მე ეს დღე არ მიღირს წვალებად.
უფალო ვისჯები- არა ვარ მორჩილი,
მესროლეთ!- დაიწყო, მზის ფერისცვალება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები