ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2010


მიხეილ ხერგიანის მონატრება

სვანეთის მთებში ქარი წივის, ქარია... ყინავს,
მთამსვლელი ბიჭი მაღლა ადის, ცისკენ მიიწევს.
ბარდნის... ო, ბარდნის! თოვლი ადევს უშბას და მყინვარს,
გული კი მაინც მთამსვლელივით მთისკენ მიმიწევს.
თქვენი ვარ მთებო... სვანეთის მთავ! გოლუაფირო,
საქართველოში ისევ თეთრი შრიალებს ვერხვი.
ჩემი დროშები მწვერვალებზე მინდა გავფინო,
გულს ხერგიანი ენატრება-სალი კლდის ვეფხვი.

2010 წ. 10 ივნისი

ცნობისათვის: ''კლდის ვეფხვი'' მიხეილ ხერგიანს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა-ელისაბედ მეორემ უწოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები