ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
13 ივნისი, 2010


Delete

წავშალე ფოტო და... გულშიაც წაგშლიდი,
ასეთი იოლი გზები რომ მხიბლავდეს...
მაგრამ მე თემშარას ყოველთვის გვერდს ვუვლი,
მიზიდავს, მიზიდავს, მიზიდავს ხიფათი!
მე უნდა სიგიჟის ნელ ცეცხლზე ვიწვოდე,
ცოდვიან მირაჟებს დილამდე ვუთიო,
გველივით ვიცვალო ტყავი, რომ განვახლდე -
რითმა გავამყარო ტყვიით და თუთიით...
და როცა თვალებში ტკივილი სახლდება,
ცრემლების მაგივრად იწვიმებს ლექსებად,
ჟანრი აქვთ - "ფენტეზი", წყაროა - ცხოვრება,
რომელიც მუზებად გვთავაზობს ექსცესებს...

წავშალე ფოტო და... გულში კი არ წაგშლი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები