ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
14 ივნისი, 2010


წარმოსახვის კიბეზე

მომიძილისპირულებს საღამური პერანგი,
ჭერზე დაეკიდება უძილობის ღამურა.
დღის განწყობა კარისკენ გზას ვერა და ვერ აგნებს
და ძილის მოლოდინი გამიუსიამურა...

უკვე უკრავს სიჩუმე ღამის ვიოლინოებს,
დღის მომწარო ნარჩენებს ფიქრის ძაფი გადასხლავს.
და კანაფის კიბეზე იქნებ გამიიოლდეს
წამიერი გარბენი და უეცრად ცად ასვლა...

ზაფხული თიანეთში


დაქრის სველ მინდორზე
ნიავი იორის.
სწორედ ეს მინდოდა,
ფიქრები იოლი.
მაღალი ცა ჰხურავს
დღედაღამ თიანეთს
და ცხელი ზაფხულიც
სხეულს აქ იამებს.
რაღაც იგვიანებს
იორზე ნიავი.
მოვა დიდის ამბით
და ყურში მიამბობს,
ოფლს როგორ იწურავს
დაღლილი აგვისტო.
ზაფხულის მიწურულს
ცამ მზესთან წამისწრო.
ენით გამილოკა
მზემ თეთრი კანჭები.
ზაფხული იყო და
მეც მუხლებს ვაჩენდი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები