ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2010


ლამაზია ჩემი მეგობარი

ეკა ასათიანს

ლამაზია ჩემი მეგობარი
და ჭკვიანი
და ისეთი უცხოდ მდგომი...…
სულის კარებს როცა მიღებს
თბილ სიღრმეში ერთადერთი მუხა შრიალებს.
მე ვხედავ მუხის გრძელ ფესვებთან დაფენილ ლექსებს-
დაბადებულებს ძველისძველი გამთენიისას.
ერთადერთი ვარ, ვისაც გრძნობით  შეუძლია
აიყვანოს და ხელისგულზე გადაიფინოს
ჩემი მეგობრის ნიჭიერი სულის შტრიხები.
----------------------------------------------
ის მაკვირდება, წარსულისკენ როგორ ვიხრები,
როგორ ვამბობ რომ სიცოცხლეა გადაგრეხილი     
ყველა სტრიქონში, ყველა დარდში, და მზის შეხება
ალბათ არასდროს არ აწყენდა უცხო ხეხილებს.
ის მისმენს. ამბობს რომ არ ყოფნის  სითბო გარედან
რომ ურჩევნია, დილაობით უხმოდ მივიდეს 
იმ სიცოცხლესთან, წლების წინ რომ ლექსად გაბედა
და მარტოდ იდგეს და ანათოს ასე შიგნიდან.
ივნისი, 2010.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები