ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
16 ივნისი, 2010


უმადურების, მტირალების და ღორმუცელების ამბები

  უმადური ფისო

-ფისუნია, ფისოვ,
ნუ მიბურდავ ძაფებს,
ზამთრისათვის გიქსოვ
წინდებსა და კაბებს.

-ნუ ირჯები უქმად,
შენთვის არვის უთქვამს?-

წინდებსა და კაბებს
არასოდეს ვიცვამ,
სიცივისგან ჩემი
თბილი ქურქი მიცავს.



  რატომ ტირის თუთიყუში

-რატომ ტირის თუთიყუში?
-კატამ ჩაჰკრა თათი ყურში!
-დაუშავა რამე, ნეტავ?
-ტლიკინებო დღე და ღამე...
-ამისათვის გაიმეტა?
-თათი ჩაჰკრა, დიდი რამე !



    მარტორქა

გაგონილა, მარტორქავ,
ჭამა მუდამ მარტოკა?!

სხვებსაც გაუნაწილე!
ვერა ხედავ? მელია
გაძვალტყავებულია,
სარჩო შემოლევია.

დამიჯერე, მარტორქავ,
არ იქნება ურიგო,
შენი საჭმელ-სასმელი
სხვებსაც რომ დაურიგო.

არ მოიშლი ძუნწობას?
დაგცინებენ ბავშვები...
სუქი-სუქი, მსუქანავ,
უმეგობროდ დარჩები!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს