ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ქეთუს
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2010


ჩემეული ყოველდღიურობა

მოლბერტი, ფიქრები, ყავა და მუსიკა
თეთრ ფუნჯს ენაცვლება ფიქრი მილეულად...
მუზას გაეღვიძა, წასვლა ეჩქარება,
მე კი ბახს ვაყოლებ ყავას ტკბილეულად...

თვალი სურათს უღებს მთვარეს, - ფანჯრის მიღმა,
წამიერი კადრი, – სულის დამნახველი,
ბახის „მაგნიფიკატს“ ღამემ გაუღიმა,
მოლბერტს დავახატე მთვარის ანარეკლი...

ისევ ირიჟრაჟა, დილის სხივით ვთბები,
მთვარე აღარ მოჩანს თვალის მუქ სიღრმეში,
ისევ ახალი დღე, კვლავ თავს ვეკითხები -
მოლბერტი,                 
                    მუსიკა,
                                ყავა
                                        თუ ფიქრები?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები