ნაწარმოებები



ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2010


საკუთარ თავს...

ხოდა ბოლომდე რომ ასე დაიხარჯე,
ტანში ლექსებადღა დაგრჩა ემოცია.
არსად წამსვლელი თუ,  მაინც არა ხარ ჯერ,
ცოტაც დაელოდე ალბათ მოიცლიან.

მიდი ამოიღე აზრში სიმარტივე...
რისი- სიყვარული, რისი- მონატრება.
სანამ დაგტოვებენ თვითონ მიატოვე,
ხელში ხურდასავით ვიდრე შემოგრჩება,

სულ რომ  არ ყოფილა რასაც დაეძებდი.
ვიდრე დაემსგავსე  თემას განყენებულ...
ისე სხვათაშორის წადი შენი ნებით,
ქუჩის გლახაკივით თუკი გაყვედრიან,

ღიმილს გაჭირვებულს,- მაშინ არ გჭირდება.
ითხოვ მოწყალებას?- არა,  არ გამოვა...
მართლა კახელივით ხომ არ გაჯიქდები.
წადი მოასწარი, მიდი სანამ დროა,

რაღას ელოდები კიდევ "ასი წელი..."
რისთვის დაიხარჯე რაკი არ გცოდნია
გული თუ არ ყოფნის  ხელიც გაიჭერი,
იქნებ ლექსად  მაინც შეგრჩეს ემოცია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები