****
სამი წლის ვარ. მალე ჩანთა მექნება და სკოლაში ვივლი. აღარ მინდა ბაღი. ბავშვებთან თამაში კი მიყვარს , მაგრამ ძალით რომ მაძინებენ, ეგ არ მომწონს და ხშირად ვატყუებ მასწავლებელს. თვალებს ვხუჭავ და სანამ სხვა ბავშვები არ გაიღვიძებენ, გატრუნული ვწევარ. ბევრ რამეზე ვფიქრობ ამ დროს. უფრო ხშირად ვაკოზე. ის ჩემთან სწავლობს ბაღში, ჯინსის სასაცილოდ ფართხუნა შარვალი აცვია რომელსაც უამრავი ჯიბე აქვს და რომელიმე ჯიბეში ყოველთვის უდევს “ირისი”. ვაკომ იცის, რომ “ირისი” ჩემი საყვარელი კანფეტია. ორ ცალს ხსნის, ერთს მე მაძლევს და მეორეს თვითონ ჭამს. კანფეტი კბილებზე გვეკრობა, ვიმანჭებით და ბევრს ვხალისობთ ერთმანეთის დამანჭულ სახეებზე. დღეს ვაკომ მითხრა, მასწავლებელი მოვატყუოთ და არ დავიძინოთო. ყველა დაწვა. ჩვენ თვალები დავხუჭეთ და სუნთქვაც კი შევიკარით. მასწავლებელი შემოვიდა. -ეხლა თუ ვინმე იტყუება და არ სძინავს, თქვას თორემ, ხომ იცით, ტყუილის მთქმელს დედა მოუკვდება.-მე მახსენდება ჩემი ლამაზი დედიკო, ამ დილით კარაქი და პური რომ გამიმზადა, მაგრამ ტყუილში გამოჭერის მეშინია და ხმას არ ვიღებ. მასწავლებელი გადის. ყველამ გაიღვიძა. მეც ჩავიცვი და ბავშვებთან ვთამაშობ. ვაკო სასაცილო ფართხუნით მოდის ჩემთან და მეუბნება: -გაიგე რა თქვა მასწავლებელმა? დედა მოგიკვდებაო. მინდა ვიტირო…
უკვე სახლში ვარ. დედიკომ მაბანავა და მეფერება. მრცხვენია მის თვალებში ჩახედვის. ვტიროდი სანამ ჩამეძინა, დილით კი თვალები დასიებული მქონდა. დედიკომ ჩაიში დაასველა ბამბა და თვალებზე მზრუნველად დამადო.…
35 წლის ვარ. ვაკო ექიმია. მას აღარ აცვია სასაცილოდ ფართხუნა შარვალი, მაგრამ ყოველთვის აქვს ერთი ჯიბე, რომელშიც “ირისი” დევს ჩემთვის. ისევ ისე გვეწებება კბილებზე კანფეტი და სასაცილოდ ვიმანჭებით. მე ვაკოს ორი შვილი ვაჩუქე. ეხლა ოთხი სახე იჭყანება სასაცილოდ “ირისის” ღეჭვისას.
ვზივარ საავადმყოფოს შიშისფერ კედლებში და ველოდები განაჩენს , რომელიც დედიკოს უნდა გამოუტანონ. გამოდის ვაკო. უიმედობა შეხორცებია სახეზე. -ეს სენი არ იკურნება, უნდა შევეგუოთ…
კიდევ ერთი ღამე გავათენე ტირილში… გარშემო სიკვდილია. მხოლოდ აქა-იქ ყვავის ატმის ყვავილი სიცოცხლისფრად. მეშინია…
მალე გათენდება, მე კი უკვე აღარავინ დამადებს დასიებულ თვალებზე ჩაიში დასველებულ ბამბას. სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. 35 წლის ვარ. ვაკო ექიმია. მას აღარ აცვია სასაცილოდ ფართხუნა შარვალი, მაგრამ ყოველთვის აქვს ერთი ჯიბე, რომელშიც “ირისი” დევს ჩემთვის. ისევ ისე გვეწებება კბილებზე კანფეტი და სასაცილოდ ვიმანჭებით. მე ვაკოს ორი Dშვილი ვაჩუქე. ეხლა ოთხისახე იჭყანება სასაცილოდ “ირისის” ღეჭვისას.
ამაზე ვიხალისე:);)
მომწონს რაღათქმა უნდა+777 35 წლის ვარ. ვაკო ექიმია. მას აღარ აცვია სასაცილოდ ფართხუნა შარვალი, მაგრამ ყოველთვის აქვს ერთი ჯიბე, რომელშიც “ირისი” დევს ჩემთვის. ისევ ისე გვეწებება კბილებზე კანფეტი და სასაცილოდ ვიმანჭებით. მე ვაკოს ორი Dშვილი ვაჩუქე. ეხლა ოთხისახე იჭყანება სასაცილოდ “ირისის” ღეჭვისას.
ამაზე ვიხალისე:);)
მომწონს რაღათქმა უნდა+777
19. ჰეიიი:):) კარგი გოგოო :-* :-* :-* ჰეიიი:):) კარგი გოგოო :-* :-* :-*
18. ვაიმე რა მაგარიიიააა :-* წარმატებებიიი და წარმატებებიიიი :-* ვაიმე რა მაგარიიიააა :-* წარმატებებიიი და წარმატებებიიიი :-*
17. მე კალ მეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :*:*:*:*:*
გადაკარგულზე, გადაკარგული მზე :*:*:*:*
ძალიან მომენატრეო :*:*:*:* მე კალ მეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :*:*:*:*:*
გადაკარგულზე, გადაკარგული მზე :*:*:*:*
ძალიან მომენატრეო :*:*:*:*
16. roca policiis akademias tavs davagcev, gadavxedav da tu ver shevcvale uketesobisken, cavshli :) manamde ki , ubralod, tavi shegaxsenat me-kal-mem :) tu naceri ar mogeconat da emociit ver agavset, kocnebs gitovebt da eg mainc caiyolet :) enatrebit me-kal-me-s:)
roca policiis akademias tavs davagcev, gadavxedav da tu ver shevcvale uketesobisken, cavshli :) manamde ki , ubralod, tavi shegaxsenat me-kal-mem :) tu naceri ar mogeconat da emociit ver agavset, kocnebs gitovebt da eg mainc caiyolet :) enatrebit me-kal-me-s:)
15. აუცილებლად დასახვეწი!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!! აუცილებლად დასახვეწი!!! მოგიკითხე და გისალმე!!! გაიხარე შენა!!!
14. ასე მგონია სქელტანიანი რომანი წავიკითხე...555 მოგიკითხე...:-* ასე მგონია სქელტანიანი რომანი წავიკითხე...555 მოგიკითხე...:-*
13. გამოცდილი რომ არ მქონდეს ეს, ალბათ ნაწერს ძალიან მოვიწონებდი... გამოცდილი რომ არ მქონდეს ეს, ალბათ ნაწერს ძალიან მოვიწონებდი...
12. დიდება შენს გამოჩენას, მეკალმევ!
ნაწერი ემოციურია! გაიხარე შენ! დიდება შენს გამოჩენას, მეკალმევ!
ნაწერი ემოციურია! გაიხარე შენ!
11. მეკალმეო :) მოგიკითხე დაკარგულო :) მეც დავტოვებ შეფასებას.
მეკალმეო :) მოგიკითხე დაკარგულო :) მეც დავტოვებ შეფასებას.
10. წავიკითხე, ჰოდა თემა ძლიერია ძალიან დაწყება სუსტი, რომ გადახედო და ჩაასწორო კარგი იქნება, არ არის ეს "დღიურომანიის" თემა, ძალიან მაგარი შეიძლება გამოზერწო : )
წარმატებები წავიკითხე, ჰოდა თემა ძლიერია ძალიან დაწყება სუსტი, რომ გადახედო და ჩაასწორო კარგი იქნება, არ არის ეს "დღიურომანიის" თემა, ძალიან მაგარი შეიძლება გამოზერწო : )
წარმატებები
9. აი შვილი მაჩუქაო ისაო ესაო და შევწყვიტე კითხვა.. რავი ესეთი რაღაცეები არ მიზიდავს..
ხოო პირველ ნაწილში ვეთანხმები ქვეოთ მოყვანილ არგუმენტებ ს თუ რა ქვია, თუმცა ეს მხოლოდ შემდეგი განვითარების გამო ჩანს ასე ჩემისდა აზრით, ანუ შეიძლებოდა იმ კუთხით წაყვანი ნაწერის რომ ეს თვალში არ მოგხვედრილიყო მკიტხველს დიდი ყანწივით..
ანუ ბავშურად რომ არ ლაპარაკობს : )
იტოგში არ მომეწონა..
აზალაქსანურ აი შვილი მაჩუქაო ისაო ესაო და შევწყვიტე კითხვა.. რავი ესეთი რაღაცეები არ მიზიდავს..
ხოო პირველ ნაწილში ვეთანხმები ქვეოთ მოყვანილ არგუმენტებ ს თუ რა ქვია, თუმცა ეს მხოლოდ შემდეგი განვითარების გამო ჩანს ასე ჩემისდა აზრით, ანუ შეიძლებოდა იმ კუთხით წაყვანი ნაწერის რომ ეს თვალში არ მოგხვედრილიყო მკიტხველს დიდი ყანწივით..
ანუ ბავშურად რომ არ ლაპარაკობს : )
იტოგში არ მომეწონა..
აზალაქსანურ
8. ჩემი გოგო მოსულაო! :) ვიცი,დახვეწავ ამ ნაწერს, დაუნანებლად ვტოვებ შეფასებას! ჩემი გოგო მოსულაო! :) ვიცი,დახვეწავ ამ ნაწერს, დაუნანებლად ვტოვებ შეფასებას!
7. უნდა დავეტანხმო 6 კომენტარს, მაღტლა ნაჩქარევი სჩანს და ამ ნაცქარეობის გამო , გატვლა ხდება ემოციებზე და ისევ ნაჩქარეობის გამო რაღაცნაირად ყალბია. უნდა დავეტანხმო 6 კომენტარს, მაღტლა ნაჩქარევი სჩანს და ამ ნაცქარეობის გამო , გატვლა ხდება ემოციებზე და ისევ ნაჩქარეობის გამო რაღაცნაირად ყალბია.
6. თემის სიფაქიზე გასაგებია, თუმცა მე არ მომეწონა. ზედმეტად ნაჩქარევი მომეჩვენა ნაწერი, თანაც პირველ ნაწილში ბავშვი ბავშურად არ ლაპარაკობს რამდენიმე წინადადებაში და არც საფუძველია ნაჩვენები რომ დიდივით ილაპარაკოს.
ჰომ, მგონი მოვრჩი, ისე კი მოგიკითხე :)
თემის სიფაქიზე გასაგებია, თუმცა მე არ მომეწონა. ზედმეტად ნაჩქარევი მომეჩვენა ნაწერი, თანაც პირველ ნაწილში ბავშვი ბავშურად არ ლაპარაკობს რამდენიმე წინადადებაში და არც საფუძველია ნაჩვენები რომ დიდივით ილაპარაკოს.
ჰომ, მგონი მოვრჩი, ისე კი მოგიკითხე :)
4. madloba ia-ia. me yvelani menatrebit. gmadlobt, rom gaxsovart ... madloba ia-ia. me yvelani menatrebit. gmadlobt, rom gaxsovart ...
3. წაშლას სჯობს ესე მგონი :D წაკითხვით კი მოგვიანებით გადავიკითხავ :) წაშლას სჯობს ესე მგონი :D წაკითხვით კი მოგვიანებით გადავიკითხავ :)
2. მალე გათენდება, მე კი უკვე აღარავინ დამადებს დასიებულ თვალებზე ჩაიში დასველებულ ბამბას. სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა…
:-* მომნატრებიხაარ :) და ქართული ვარიანტი გადმოგიგზავნე :) შეგიძლია შეცვალო :) :-* მალე გათენდება, მე კი უკვე აღარავინ დამადებს დასიებულ თვალებზე ჩაიში დასველებულ ბამბას. სამყარომ სუნთქვა შეწყვიტა…
:-* მომნატრებიხაარ :) და ქართული ვარიანტი გადმოგიგზავნე :) შეგიძლია შეცვალო :) :-*
1. visac ar daezareba latinuri shriftit kitxva, iman caikitxos. internet-kafeshi var da sxva gza ar maqvs, araa qartuli shrifti. tu administracia sachirod chatvlis da cashlis, ar mecyineba. imedia, male dagibrundebit. maxsovxart da miyvarxaaart... me-kal-me visac ar daezareba latinuri shriftit kitxva, iman caikitxos. internet-kafeshi var da sxva gza ar maqvs, araa qartuli shrifti. tu administracia sachirod chatvlis da cashlis, ar mecyineba. imedia, male dagibrundebit. maxsovxart da miyvarxaaart... me-kal-me
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|