ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2010


ვაი და დროც გაზარმაცდეს?!

სულ მეშინია, იქნებ ხვალე დროც გაზარმაცდეს,
წამებს წუთებად დაეზაროთ კვლავაც ყიალი,
მაშინ მივხვდებით სულ ყველა და ბოლო წამს ვიტყვით
მაინც რა კარგი ყოფილა ეს ოხერ-ტიალი...

ჩვენი ცხოვრება,რომლის ფასსაც უმადურები
მაშინღა ვიგებთ სიკვდილის წინ, როცა კადრებად
ჩაირბენენ თვალწინ ტკბილი მოგონებები
და ჩვენი სული სამსჯავროზე გადაბარგდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები