ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2010


სინოპსისი*

ბინა ქალაქში.
ფანჯრიდან - ღამე.
საძინებელში მოძრაობს ქალი -
- სანახევროდ დედიშობილა.

ეძებს.
პოულობს.
ვერ პოულობს.
ტანსაცმელი - მიყრილ-მოყრილი.
შუა ოთახში -  ჩემოდანი უზარმაზარი.

ჯდება მოწყვეტით იატაკზე.
დასცქერის  ფურცელს.
მოკლე-მოკლე სტრიქონებად
წერს გამალებით.
შლის.

მსხვილი პლანით:
გადახაზულზე მიწერილი -
- ,,არ მერგება!"
,,რა მავიწყდება?"

ხოლო ბოლოში:
,,ხვალ ამ დროს უკვე შენთან ვიქნები!"

დიდ სარკეში -
-კისერი,
მხრები.

- - - - - - - - - -

* სინოპსისი - (კინემატ.) მოკლე სცენარი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები