ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ივნისი, 2010


ბალაშიხა, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი(ნაწყვეტები დღიურიდან 1992 წელი.)

საავადმყოფოს ეზოში ვზივარ, დედა სამი წლის გოგონას  ასეირნებს. ბავშვს წინა ორშაბათს გაუკეთა ოპერაცია, თემურ ახმედოვიჩმა…..(ხო, მთავარი ქირურგი ქურთია) მარცხენა თირკმელი ამოაჭრა….. საოცარია,  მძიმე ოპერაციის მიუხედავად, ბავშვი  თამაშობს; ხან ჩაიცუცქება, ხან გაიქცევა.
სავადმყოფოში ბევრს შურს  ვიკასი. ექიმს უთქვია იცოცხლებსო....  გვერდით პალატაში ავადმყოფი ბავშვის დედას ვუთხარი: იციი? 99 პროცენტი მისცეს ვიკას სიცოცხლის გარანტია მეთქი…. გესლიანად გაეღიმა და კბილებში გამოსცრა; ეგ კიდევ ბევრს არ ნიშნავსო….
დროზე გავეცალე. მაგალითად იმ პატარა გოგოს  ბედს მოიყვანდა ახლახანს, რომ გარდაიცვალა საავადმყოფოში….
-ამათ ურჩევნიათ უფრო მძიმე…. იყო ვიდრე, მათგან განსხვავებით უკეთესი მდგომარეობა გქონდეს. ლოთ ხაზეიკას  ყველა  ერთნაირად  კიდია ფეხებზე, ოღონდ თუთიყუში “იაშკა” ყავდეს კარგად…..ხაზეიკას ყველა სძულს!
ბაცშვებს არ უყვართ "იაშკა" იმიტომ, რომ ლოთ ხაზეიკას  უყვარს. 
-გალიის კარს ღიას სტოვებენ, რომ გაფრინდეს და დაიკარგოს. ქალი დათვრება და ავადმყოფ ბავშვებს  წყევლის! ვგიჟდები, ლეიკოზიანი ბავშვები ისედაც ჩიტებივით იხოცებიან ყოველ დღე,  კიდევ წყევლა უნდათ? ღმერთო შენ გვიშველე! შენ დაგვიფარე უარესისაგან!....

ვუყურებ პრედნიზოლონისგან გასიებულ დონდლო სახეებს! ბავშვები, გაცვენილი თმებით, ფერმკრთალი ლოყებით!….. ძლივს დალასლასებენ ბნელ დერეფნებში.

ხუთი წლის გოგონას დედა და თავისზე ერთი წლით უმცროსი და მოუვიდა სანახავად….  ეტყობა  ერთად იყვნენ სასეირნოდ…. ბედნიერი წუთებიც დამთავრდა! 

ფეხსაცმელს ხდიან და ოთახის ჩუსტებს აცმევენ. ახლა დედიკო წავა… დაიკოსაც  წაიყვანს… ის კი ისევ მარტო დარჩება…ამ საშინელ საავადმყოფოში, რომლის გარეშეც მისი სიცოცხლე  შეუძლებელია!

ბავშვი ფეხათრევით მიდის პალატისკენ, პატარა დაიკო კარებთან დგას, ისინი გამალებით უქნევენ ხელს ერთმანეთს, მათ შორის  უღიმღამო, გრძელი დერეფანია.

დედა გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან, ჩასჭიდა პატარას ხელი და ერთხელ კიდევ მიაძახა ვიკას:
- აბა შენ იცი, კარგად ჭამე პური!

კარები დაიხურა!... 
გოგონამ თვალები დახუჭა…. ასე მეგონა, წაიქცეოდა. დარწმუნებული ვარ, ვიკას დღეს ჭამის თავი არ ექნება …..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები