ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2010


ორი ჯვარი



ეკლესიის ერთ კუთხეში დაჩოქილა
ქალიშვილი, ანგელოზის სადარები,
მართალია  უფალ ღმერთზე დაყრდნობილა,
ცრემლით მაინც უსველდება წამწამები.
    ლოცვად მდგარი, მრავალ ღამეს ათევს თეთრად,
    სანთლის სხივი აფერმკრთალებს ლამაზ სახეს.
    ერთ კუთხეში, სილ ბუტბუტებს ფსალმუნს  კენტად
    და ცრემლების ნაკადული დასდის თვალებს.
უყვარს კაცი, გარყვნილი და ავაზაკი,
სიბილწეში ჩაფლული და ცოდვით მძიმე.
უთვისტომო ვაჟს არა ყავს ამხანაგი,
მის სახლ-კარს კი წარმოადგენს კლდეში მღვიმე.
    ყოველგვარი უწესობა მოდის მისგან,
    ყველა ზიზღით შესცქერის და გაურბის შორს,
    ქალიშვილი რჩეულია უფალ ღვთისგან,
    გამჩენს შესთხოვს, მისი სატრფო მოვიდეს გონს.
ის ლოცულობს: '' ცის და ქვეყნის შემომქმედო,
ყოვლისშემძლე მეუფეო, შენ ხარ ერთი,
მინდა დიდი მადლობა რომ შემოგბედო,
რადგან თხოვნას ისმენ ჩემგან, ზეცის ღმერთი.
    გმადლობთ ღმერთო, სიცოცხლე რომ გამიგრძელე,
    რომ მომეცი დღეს უნარი შენს წინ  ლოცვის,
    გთხოვ დაჭრილი, ნორჩი გული გამიმთელე,
    პასუხისთვის მომანიჭე ძალა მოცდის.
გევედრები ჩემი მარხვა წმინდად ჰყავი.
შეისმინე ლოცვა, როგორც უსმენ მართალს,
ნუ დატოვებ შემოდგომის უხეშ ყვავილს,
მასაც შენი სულიწმინდის მადლი მართავს.
    გთხოვ, სატანა სავალ გზაზე აღარ  გაყვეს,
    შემობრუნდეს სინათლისკენ, შენ შეგიცნოს,
    გაღიაროს და მოგენდოს ერთგულ გამჩენს,
    სიყვარულის ტკბილი გემო რომ შეიგრძნოს.
გმადლობთ ღმერთო, შენ  მიხედე მის ცოდვილ სულს,
იმედი მაქვს, არ გადასცემთ ანათემას,
განგადიდებ მამას, ძეს და წმინდასა სულს,
მისი სული, მჯერა შენით გადარჩება."

    სათნო ქალი ავაზაკზე ლოცულობდა,
    ღმერთს ეტყოდა დიდი გრძნობით სიტყვას მცირეს,
    ნეტარებას ლოცვად ყოფნით პოულობდა
    და არღვევდა მარხვის დაცვით ეჭვებს, მცირეს.
ცოდვილთათვის დაიბადა ვინც ბეთლემში.
ავაზაკი შეიყვარა უფრო მეტად,
დასნეულდა ქალიშვილი ცივ კედლებში,
როცა სატრფო დადიოდა ტყეში კენტად.
    ის  ცოდვილი , მართალია ცხოვრობს ბილწად
    აღარ ახსოვს არც კაცი და აღარც ღმერთი.
    მაგრამ ქალის სიყვარულით იქცა მიწად,
    ქალიშვილი არის მისთვის ერთადერთი,
დაეძებს და ვერ პოულობს თავის რჩეულს,
თუნდაც ერთხელ გახდეს  ღირსი მისი ხილვის,
ეკლესიას მიაშურებს, უკვე ჩვეულს,
ეგებ მასში გადააწყდეს ნაცნობ ღიმილს,
      ქედმაღლურად შეაბიჯა უფლის სახლში,
      გულისსწორი ვერ იპოვა ურიცხვ ხალხში,
      ხატს შეხედა, გაუსწორა თვალი თვალში,
      სიყვარულის ჟრუანტელი იგრძნო ტანში.
ლოცვად დადგა, მადლს უძღვნიდა ჯვარცმულ ქრისტეს,
წამების წინ ავაზაკის ქურქში მდგარი,
სურს ყოველი თვისი ცოდვა უფალს მისცეს,
სამუდამოდ შესვას ღმერთის წმინდა წყალი.
      დაიმდაბლებს თავს და მრევლის უკან დგება,
      სამადლობელს ეუბნება გამჩენს ახლა.
      მაგრამ უცებ, ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება?
      იმ კუთხეში ქალიშვილი მოთქვავს ალბათ.
დახმარების ხელს გაუწვდის უცხო ქალწულს,
წყალს მოუტანს და პირბადეს ახდის მაშინ,
შეცბება , როს დაინახავს ნატიფ ასულს,
ეს იგია... გაიხსენებს წარსულ კავშირს.
      წყალს არ დალევს ქალისვილი, ის მარხულობს,
      ავაზაკის გადარჩენას შესთხოვს ქრისტეს,
      თვალს გაახელს, მის სილუეტს რომ ნახულობს,
      მოჩვენება ჰგონია და ხელს მას მისცემს.
ეტყვის: ;; შენთვის ვმარხულობდი მთელი წლები,
ვმადლობ უფალს, ტაძარში რომ დაგინახე,
მე ვატარე ჩემი მხრებით ჩვენი ჯვრები,
აღმისრულა მიზნად რაც კი დავისახე,
      ჩემი ხორცი დაძაბუნდა და დასუსტდა,
      მაგრამ სული სპეტაკია, ღმერთთან მიდის,
      უკვე  გხატავ ჩემს ლოცვების წრფელ დასტურად ,
      უფლისაკენ, სადაც დგეხარ, ეს გზა მიდის...

ეხლა უკვე, მე უფალთან მივიჩქარი
ჩემს ჯვარს გაძლევ, სულ ატარე სიკვდილამდე.
აი მიქრის სული ზეცით, როგორც ქარი,
ჩემს სიყვარულს დავშორდები, იქ ხილვამდე.
      ეს თქვა ქალმა და დადუმდა სამუდამოდ,
      ვაჟის ხელებს შეაცივდა სითბო მისი,
      თვალებში რომ ჩააცქერდა საოცრებას,
      დაინახა თავის სახე, ტანჯვის ღირსი...

მყის ალერსით დაუხუჭა ორივ თვალი,
დაიკიდა მკერდზე ლამაზ ქალის ჯვარი.


08.06.96.
ნონა ლაცაბიძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები