ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2008


დუეტ-ექსპრომტი (თეა თაბაგარი და ნეკერა)

შემეშვი! არ გინდა სიჩუმე გასწავლო?!

გავცდეთ ამ უმიზნოდ ალანძულ სივრცეებს,

... როდემდე აპირებ თითებში აწვალო

გამხმარი ყვავილი, დამჭკნარი ცირცელი...

მომბეზრდა ეს ობითავსილი სამყარო,

შეჯავრდათ თვალებსაც ნესტი და სისველე,

ხანდახან სული მსურს სხეულთან გავყარო...

სანამდე შევშლილვარ, მოდი და მიშველე.

მოძველდა ეს ჩუმი და გრილი საფარი?!

ახალი სახლისკენ გავუყვეთ მშვიდ ველებს.

მოდი, ჰორიზონტი ლექსებით დავფაროთ,

ტკივილი სისხლძარღვებს გაარღვევს ვიდრემდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს