ნაწარმოებები



ავტორი: ჯინა
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2010


უკანა კარი

საავადმყოფო...
ვესტიბიულს მოადგა ჯიპი.
საჭესთან ქალი,
„კოკო შანელი“...

მინებს გამოღმა შურით სავსე მრავალი თვალი.

საავადმყოფო...
ვესტიბიულთან შავი ჯიპი.

უკანა კარი.
ზის ინვალიდის ეტლში ბიჭი.
იგივე ქალი:
- ყელზე მომხვიე ხელი, შვილო,
მეორეც, ზური...

და მრავალ თვალში -
წამისყოფით -
სიბრალულმა შეცვალა შური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს