ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2008


შეკითხვა

ჩემი სოფელი და მზით დამწვარი,
ყვითელფერჭარბი მინდვრები ქართლის,
წყარო - დაქანცულ მგზავრის სამოთხე,
ფერდდაცვარული ბებიის სათლი,

ის ყველაფერი რაც ასე მიყვარს,
ის ყველაფერი რაც ფესვებს მიზრდის,
რად მახსენდება როცა შენ დუმხარ,
თვალებში ციცქნა ჭინკა რომ გიზის?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები