ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ივნისი, 2010


ჩემი ნესტიანი სიყვარული

გინახავს ასეთი უსირცხვილო სიყვარული
ასეთი ქვეშქვეშა?
გველივით რომ გეხვევა ყელზე
და სველ ენას ყურებთან გისვამს.
გინახავს ასეთი ნესტიანი სიყვარული
ასეთი უხმაურო?
მხრებზე რომ შიშხინით გაშრება
და დამწვარი ლიმნის სუნში გახრჩობს?
გინახავს ასეთი წარსულის სიყვრაული?
იმდენად ძველი, რომ ჩრდილიც კი დაუობდა
ასეთი უმომავლო
მსუსხავი და კატის ენასავით ხორკლიანი?
გინახავს სადმე ასეთი მუნჯი და ასეთი
შეცვლილი-
გრძნობისა რომ არაფერი შერჩენია?
გინახავს თვითმკვლელი სიყვარული?
მძიმე და თაფლისფერი...
წებოვანი და სილასავით დაუთვლელი?
გინახავს ასეთი საზარელი სიყვარული
რომელიც ცხოვრობს ჩემი ოთახის მეხუთე კუთხეში
ცხოვრობს აბლაბუდებში და
სადილად თავისივე თავს ჭამს?
გინახავს ასეთი უშენო , ამაზრზენი სიყვარული?
ასეთი ლამაზი?....

გყვარებია ასეთი სიყვარული?




არ ვიმჩნევ
აუტანელ სენტიმენტებს.
ჩემთვის ლექსია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები