ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2010


ახლა ვიყოთ ჩუმად....

ვიცი გინდა ერთგულება დამაბრალო,
უსხეულოს, სულიერად მაღელვებდე....
დროც არა გვაქვს; თითებივით თანაბარი,
გიწილადო ჩემი სუნთქვა ბოლო დღემდე.

ისე, ათას სისულელეს მოვიფიქრებ,
როცა ცივა გულს გაგითბობ  ხელებითაც.
თუ არ გინდა ნუ მოხვალ და მოდი იქნებ,
დაგაჯერო რომ არავის ყვარებიხარ.

წამწამებზე დაგიკიდებ მარგალიტებს,
ბევრი ერთად ცრემლებიც ხომ მძივებია.
მერე ისევ ნებისყოფა მიღალატებს,
ნაბიჯები გზებზე დამიმძიმდებიან.

მოდი ჩქარა, ძველებურად გამაბრიყვე,
სანამ, ტკივილს დავატარებ ეკლებიანს.
ჩამეხუტე ყველას "ჯიბრზე" კარგად  ვიყოთ,
შესართავთან ბილიკებიც იყრებიან.

მე აღარ და.... როცა გინდა დამირეკე,
ფიქრში მოთოვ იებად და ენძელებად.
ახლა ვიყოთ ჩუმად კარგო და მერე კი,
რამეს დავწერ, ვიდრე კიდევ მეწერება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები