ვირს ტყეში შემოაღამდა, -სახლამდე გზა მაქვს გრძელიო, ფიქრობს, - მოკეთე ბევრი მყავს, რომ გამიმართოს ხელიო.
მელიის სოროს მიადგა, -საქმეს იზამო მადლიანს, გამათევინე ღამეო, წავალო დილაადრიან.
სიცილით მოკვდა მელია, -რადა ხარ ჭკუათხელიო? სოროში რას შეეტევი, ვწუხვარ, მე ვერ გიშველიო.
მელიის სიცილ-კისკისმა მწარე ნაღველით აავსო, ტურა შემოხვდა, შესჩივლა, თავშესაფარი არ მაქვსო.
ტურამ მიუგო, - ძმობილო, მეც უსახლობას ვჩივიო, ღია ცის ქვეშ რომ ვათენებ ღამეს, ამიტომ ვკივიო.
ტახთან მივიდა, შესთხოვა, -ნუ გამხდი მგლების ლუკმადო! ტახმა მიუგო, - ღირსი ხარ, დაეხეტები უქმადო.
ირემმაც ვერ შეიფარა, -ნუკრი მყავს ძლიერ ავადო, თუ გადამდები სენი სჭირს, ვშიშობ, არ დაგაავადო.
გზა გააგრძელა, დათვს შეხვდა, -ჰოი, ვის ვხედავ ამასო, ამ შუაღამით სად იყავ? -შევყევი მოცვის ჭამასო,
შენ არასოდეს შეგყრივარ ვირო, ამ ტყეშო ღამეო, გაგჭირვებია რაღაცა გატყობ, მითხარი მალეო!
-აქ ვსეირნობდი, დათუჩავ, ღამე შემომეპარაო, ვინც მეგობარი მეგონა, არავინ შემიბრალაო.
-ჩემთან წამოდი ბუნაგში, ღამეს გაათევ მშვიდადო. ვირს გაუხარდა, მიუგო, -მადლობელი ვარ დიდადო.
-სამადლობელი რა არის, ძმობილო? ასე ხდებაო, - გაჭირვებაში ჩავარდნილს მოკეთე ეხმარებაო.
-ზურგი მაქციეს , დათუჩავ, როცა დამჭირდა შველაო. -მოკეთე ჭირში იცნობა, ლხინში კარგია ყველაო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. ++++++++55555555555
:) :) :) ++++++++55555555555
:) :) :)
32. -სამადლობელი რა არის, ძმობილო? ასე ხდებაო, - გაჭირვებაში ჩავარდნილს მოკეთე ეხმარებაო.
-ზურგი მაქციეს , დათუჩავ, როცა დამჭირდა შველაო. -მოკეთე ჭირში იცნობა, ლხინში კარგია ყველაო.
:):):) შენ ძალიან კარგი გოგო ხარ.. მომწონს შენი ქვეტექსტები :) -სამადლობელი რა არის, ძმობილო? ასე ხდებაო, - გაჭირვებაში ჩავარდნილს მოკეთე ეხმარებაო.
-ზურგი მაქციეს , დათუჩავ, როცა დამჭირდა შველაო. -მოკეთე ჭირში იცნობა, ლხინში კარგია ყველაო.
:):):) შენ ძალიან კარგი გოგო ხარ.. მომწონს შენი ქვეტექსტები :)
31. რომ იცოდეთ რა სიამოვნებით ვკითხულობ ამ საყვარელ ლექსუკებს :-*:-* ჩემს მომავალ შვილს ვასწავლი აუცილებლად ;;) ;;) რომ იცოდეთ რა სიამოვნებით ვკითხულობ ამ საყვარელ ლექსუკებს :-*:-* ჩემს მომავალ შვილს ვასწავლი აუცილებლად ;;) ;;)
30. ტურამ მიუგო, - ძმობილო, მეც უსახლობას ვჩივიო, ღია ცის ქვეშ რომ ვათენებ ღამეს, ამიტომ ვკივიო. მეც არ მიკვირადა რა ჭირთ ასეთი, რომ არ მაძინებენ-თქო. :D :D :D ტურამ მიუგო, - ძმობილო, მეც უსახლობას ვჩივიო, ღია ცის ქვეშ რომ ვათენებ ღამეს, ამიტომ ვკივიო. მეც არ მიკვირადა რა ჭირთ ასეთი, რომ არ მაძინებენ-თქო. :D :D :D
29. ნათიიიიი ! შესანიშნავი ლექსია. მიყვარს კარგი საბავშვო ლექსები. ნათიიიიი ! შესანიშნავი ლექსია. მიყვარს კარგი საბავშვო ლექსები.
28. ნაცარქექიას მერე ასე რამე თუ მომეწონებოდა არ მეგონა :) ნაცარქექიას მერე ასე რამე თუ მომეწონებოდა არ მეგონა :)
27. მე მეგონა ახლა დათვი შეჭამს თქო. ძალიან მომეწონა 5 შენ მე მეგონა ახლა დათვი შეჭამს თქო. ძალიან მომეწონა 5 შენ
26. კიდევ შემოვედი... :))))) და ხელახლა ვინერვიულე, რომ მოეტყუებინა ამ დათვსაც, როგორ დასწყდებოდათ გულები ბავშვებს-მეთქი... კარგია, ნათი, ძალიან კარგი... :-* კიდევ შემოვედი... :))))) და ხელახლა ვინერვიულე, რომ მოეტყუებინა ამ დათვსაც, როგორ დასწყდებოდათ გულები ბავშვებს-მეთქი... კარგია, ნათი, ძალიან კარგი... :-*
24. კეთილი დათუჩა:)
მიხარია, რომ ამ ძალიან სასიამოვნო ლექსების ნიჭირი ავტორი პირადადაც გავიცანი.
კეთილი დათუჩა:)
მიხარია, რომ ამ ძალიან სასიამოვნო ლექსების ნიჭირი ავტორი პირადადაც გავიცანი.
23. მეც მიყვარს დათუჩები... და ის კი არა, მგლებიც მიყვარს...
არ მიყვარს მხოლოდ ტურა და ვეფხვი, - "მაუგლიდან" გამომდინარე... :)))))))))))))) გამიხარდა დათუნიას სიკარგე! 5 მეც მიყვარს დათუჩები... და ის კი არა, მგლებიც მიყვარს...
არ მიყვარს მხოლოდ ტურა და ვეფხვი, - "მაუგლიდან" გამომდინარე... :)))))))))))))) გამიხარდა დათუნიას სიკარგე! 5
22. კოსტა, იმედია მწვანე თვალები თუ არ ექნა, მაინც წაუკითხავ :) კოსტა, იმედია მწვანე თვალები თუ არ ექნა, მაინც წაუკითხავ :)
21. შენ ლექსებს რო ვკითხულობ მინდა რო შვილი მყავდეს დიდი, მწვანე თვალებით და ეს ლექსები წავუკითხო :) შენ ლექსებს რო ვკითხულობ მინდა რო შვილი მყავდეს დიდი, მწვანე თვალებით და ეს ლექსები წავუკითხო :)
20. მადლობა ძვირფასებო! ძალიან მახარებთ... ეს ლექსი რამდენი თვეა მიდევს და გიგუს მეტს არავის წაუკითხავს... დღეს გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვის. გამოგიტყდებით და ჩემს ყველა საბავშვო ლექსში (ჯერჯერობით) დათვები კეთილები არიან... ვერ ვიმეტებ დათვებს... საყვარელი, მსუქანა, კეთილი ბაჯბაჯები... რობერტ, მაგ მოცვს დათვი ჭამდა:) და ვირი ხეზეც გავიდოდა, თუკი დაჭირდებოდა... აკი "ვირები ხეზე გავიდნენ"-მეთქი, რომ ვწერდი? შენ გამოტოვე ნაძვნარში ვირების პრეზენტაცია... დაგვიანებულ სტუმრებსაც ვღებულობთ...
ხო, რა თქმა უნდა, კეთილმა დათვებმა ყოველთვის უნდა იარსებონ...
პ.ს.ხო,კიდევ...რობერტის ნერვიულობამ ძალიან გამახარა :) მადლობა ძვირფასებო! ძალიან მახარებთ... ეს ლექსი რამდენი თვეა მიდევს და გიგუს მეტს არავის წაუკითხავს... დღეს გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვის. გამოგიტყდებით და ჩემს ყველა საბავშვო ლექსში (ჯერჯერობით) დათვები კეთილები არიან... ვერ ვიმეტებ დათვებს... საყვარელი, მსუქანა, კეთილი ბაჯბაჯები... რობერტ, მაგ მოცვს დათვი ჭამდა:) და ვირი ხეზეც გავიდოდა, თუკი დაჭირდებოდა... აკი "ვირები ხეზე გავიდნენ"-მეთქი, რომ ვწერდი? შენ გამოტოვე ნაძვნარში ვირების პრეზენტაცია... დაგვიანებულ სტუმრებსაც ვღებულობთ...
ხო, რა თქმა უნდა, კეთილმა დათვებმა ყოველთვის უნდა იარსებონ...
პ.ს.ხო,კიდევ...რობერტის ნერვიულობამ ძალიან გამახარა :)
19. :( აუ, რაც მე ბოლოში გასვლამდე ვინერვიულე........ კიდევ კარგი მართლა, რომ ასე გაუმართლა და კეთილ დათვს გადაეყარა, თორემ მთლად დაიბნეოდა საწყალი და დაიკარგებოდა და მერე დაესეოდა ყველა ერთად, მოცვიც ხო არ იქნებოდა სულ? სეჭამდა ყველას და მერე რო დაგამდებოდა, შეეშენდებოდა და ისა, ვერც ხეზე ავიდოდა, ხო? და ნუ, მოკლედ, კარგია, ნათი...... :) ყველაფერი რიგზეა - სიუჟეტი, პუნქტუაცია (საბავშვო ლექსს რომელიც ყოველთვის მოწესრიგებული სჭირდება) და იდეა, რომ კეთილი დათვები არსებობენ და იარსებებენ სულ და სიკეთეც - შესაბამისად!.... :( აუ, რაც მე ბოლოში გასვლამდე ვინერვიულე........ კიდევ კარგი მართლა, რომ ასე გაუმართლა და კეთილ დათვს გადაეყარა, თორემ მთლად დაიბნეოდა საწყალი და დაიკარგებოდა და მერე დაესეოდა ყველა ერთად, მოცვიც ხო არ იქნებოდა სულ? სეჭამდა ყველას და მერე რო დაგამდებოდა, შეეშენდებოდა და ისა, ვერც ხეზე ავიდოდა, ხო? და ნუ, მოკლედ, კარგია, ნათი...... :) ყველაფერი რიგზეა - სიუჟეტი, პუნქტუაცია (საბავშვო ლექსს რომელიც ყოველთვის მოწესრიგებული სჭირდება) და იდეა, რომ კეთილი დათვები არსებობენ და იარსებებენ სულ და სიკეთეც - შესაბამისად!....
18. საბავშვო ლექსი ამ საიტზე პირველად წავიკითხე:D
და სრულიად ნასიამოვნები დავრჩი:)
საბავშვო ლექსი ამ საიტზე პირველად წავიკითხე:D
და სრულიად ნასიამოვნები დავრჩი:)
17. კარგია ნათია...კარგია, ხო მეც მეგონა შეჭამდა დათვი..:) კარგია ნათია...კარგია, ხო მეც მეგონა შეჭამდა დათვი..:)
16. დათვი რომ შემოხვდა ვირს,მეგონა მოატყუებს და შეჭამს_თქო...თურმე კეთილი დათუნია ყოფილა :D (თუმცა ვირის ხორცი უგემურია და რას შეჭამდა)
მოკლედ მომეწონა,ნათი,მოგიკითხე და 5555 დათვი რომ შემოხვდა ვირს,მეგონა მოატყუებს და შეჭამს_თქო...თურმე კეთილი დათუნია ყოფილა :D (თუმცა ვირის ხორცი უგემურია და რას შეჭამდა)
მოკლედ მომეწონა,ნათი,მოგიკითხე და 5555
14. კარგად წერთ პატარებისათვისაც და დიდებისათვისაც! კარგად წერთ პატარებისათვისაც და დიდებისათვისაც!
13. რა სასიამოვნოდ იკითხება თქვენი ნაწერები :) საბავშვო კი არა ვერ ველევი ხოლმე ჩამთავრებას :)) მოგიკითხეთ :-* რა სასიამოვნოდ იკითხება თქვენი ნაწერები :) საბავშვო კი არა ვერ ველევი ხოლმე ჩამთავრებას :)) მოგიკითხეთ :-*
12. რა კარგი იყო... ინფორმაციულიც, შემეცნებითიც, წარმოვიდგინე რა შეიძლებოდა მეკითხა ბავშვი რომ ვყოფილიყავი და დედას ან ბებიას წაეკითხა ... რა კარგი ჟანრი ვიპოვნე, პირდაპირ არ ვიცი სად ვიყავი აქამდე, კარგი ჟანრი და ავტორიც :) რა კარგი იყო... ინფორმაციულიც, შემეცნებითიც, წარმოვიდგინე რა შეიძლებოდა მეკითხა ბავშვი რომ ვყოფილიყავი და დედას ან ბებიას წაეკითხა ... რა კარგი ჟანრი ვიპოვნე, პირდაპირ არ ვიცი სად ვიყავი აქამდე, კარგი ჟანრი და ავტორიც :)
11. -მოკეთე ჭირში იცნობა, ლხინში კარგია ყველაო.
''რწყილი და ჭიანჭველას'' საპირისპირო ვარიანტია, არა? -მოკეთე ჭირში იცნობა, ლხინში კარგია ყველაო.
``რწყილი და ჭიანჭველას`` საპირისპირო ვარიანტია, არა?
10. კარგი საბავშვო იგავია:) კარგი საბავშვო იგავია:)
9. რა საყვარელი ვირუკა გყაავს?! "მულტიკივით" ჩაირბინა მთელმა ლექსმაა :))) :-* რა საყვარელი ვირუკა გყაავს?! "მულტიკივით" ჩაირბინა მთელმა ლექსმაა :))) :-*
8. რა საყვარელია, ჩავილაპარაკე კიდეც, რომ საყვარელია. რა კეთილი და შინაარსიანია. რა საყვარელია, ჩავილაპარაკე კიდეც, რომ საყვარელია. რა კეთილი და შინაარსიანია.
7. აზრიანი,ხალისიანი! 5 აზრიანი,ხალისიანი! 5
6. წარმატებები
წარმატებები
5. საწყალი, სულელი ვირუკელა! კიდევ კარგი, ასეთი გულკეთილი დათუჩა რომ შეხვდა! (ასეთი კეთილი დათუჩებიც არიან?)
ბავშვებს, ვფიქრობ, მოეწონებათ და კითხვებიც გაუჩნდებათ, რაც კარგია. აზროვნებას მიეჩვევიან!
(თქვენი მარტორქაც რა სასაცილოა?!) საწყალი, სულელი ვირუკელა! კიდევ კარგი, ასეთი გულკეთილი დათუჩა რომ შეხვდა! (ასეთი კეთილი დათუჩებიც არიან?)
ბავშვებს, ვფიქრობ, მოეწონებათ და კითხვებიც გაუჩნდებათ, რაც კარგია. აზროვნებას მიეჩვევიან!
(თქვენი მარტორქაც რა სასაცილოა?!)
3. გენაცვალე, ძალიან კარგია... მიყვარს ეგ ჟანრი! წიგნი ხომ გაქვს გამოცემული?! გენაცვალე, ძალიან კარგია... მიყვარს ეგ ჟანრი! წიგნი ხომ გაქვს გამოცემული?!
2. კარგია, ყოჩაღ ნათია,
კარგია, ყოჩაღ ნათია,
|
|
მონაცემები არ არის |
|
|