ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სავანელი
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2010


უშენო გაზაფხული

რა ძლიერ მინდა, ვეამბორო მაგ ღაწვს შეფაკლულს,
სადაც ცრემლები დაეძებენ ბილიკებს ხშირად,
მსურს, ჩავიძირო მაგ თვალების თაფლისფერ ქვესკნელს
და ჩაგჩურჩულო - ჩემი იყო, რარიგად მინდა!
მე მსურს ვხედავდე შენს თვალებში მხოლოდ სიხარულს,
შენს გახსნილ ბაგეს დაიბუდოს მხოლოდ ღიმილმა
და თუნდაც მოვკვდე ამის მერე, კაცი ცოდვილი
და ჯოჯოხეთის უძღებ ცეცხლში თუნდაც დავინთქა!
ჩირადაც არ ღირს ეს ცხოვრება ჩემთვის უშენოდ,
აღარვის ხილვა შენზედ მიჯნურს მე აღარ მინდა,
როს გაზაფხული ჭრელა-ჭრულა მოვა უშენოდ...
მივხვდები: ერთი დარდიმანდის ყავლიც გავიდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები