ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სავანელი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2010


სანატრელი ტკივილი

სიხარულო, სიყვარულო, ოცნებავ... და კიდევ რა ვთქვა?!
... ჰო მართლა, აუხდენელო ნატვრავ ჩემო!
რაც არაერთხელ მითხრობია შენთვის უსტარით...
მე ახლა ვხვდები, ვიყავ რაოდენ ბრიყვი და ურცხვი,
როს შემეყარა შენგნით სნება წრფელი და ურჩი.
ძალუმად ვნატრობ, მოვაქციო ქამანდის ქვეშ, ვით ბედაური,
ვაგლახ, წიხლს მიშენს, აუტანელ ტკივილს მაყენებს,
თუმც, ეს ტკივილი ხორცს აწვალებს, მაგრამ არს ტკბილი,
უფრორე მხიბლავს, უფრო მკურნავს, ვიდრე მახელებს.

                              *  *  *
ეს არის ის სიმღერა, რაც ვიმღერე შენთვის,
ეს არის ის გოდება, რაც ვიკვნესე შენგნით,
არა, არას გამადლი, ღმერთმა დამიფაროს,
ტკივილი სანუკვარ ტანჯვად დარჩება ჩემში,
ალბათ, ვიმსახურებ მე ღვთის წყრომას,
ერთ-ერთი ცოდვილი ვარ ბევრში.

                            *  *  *
წვიმს იმერეთში, ქარი ანცობს, კაკლის ხეს ქოჩრავს,
ჩიკორებივით აბზრიალებს ირგვლივ ხმელ ფოთლებს,
საკოხიაზე გაწოლილა ღრუბელი ლეგა,
პაწაწა ღელე მოაგორებს ვეება ლოდებს.
თურმე წვიმს იქაც, რუხი სევდა იქაც ნავარდობს,
ვერც იქა ჰპოვებს თავშესაფარს ობოლი სული,
თუნდ ერთი წამით დავიგულო ის მარტო ჩემად
და მერე თუნდაც ამომპოტნონ თავხედი გული!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები