ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2008


სიზმარი, სადაც ნეტკა და ბარნო ხმაურობდნენ

რადიაციული ყუთი, ისევ ეს რადიაციული ყუთი. გაანათა... რაღაც უცნაური ბგერებიც გაისმა. ისევ განმეორდა, ყველაფერი განმეორდა და მაინც რა სხვანაირი იყო ეს ყველაფერი.

ნეტკა და ბარნოს ხმაურიანი საუბრიდან:

- იცი მოწყენილი ვარ.
- რატომ რა ხდება?
- არ ვიცი, უბრალოდ მოვიწყინე ...
- ხო, მეც მასე ვარ.

ხოდა ამ მოწყენილობას რაღაც სულელეური ისტორიებიც მოაქვს. აი, ისეთი სხვებს, რომ არ დააინტერესებს , თუმცა შეიძლება პირიქით... ჰა? როგორ ფიქრობთ? იქნებ სულაც სისულელეებშია დიდი სიმართლე?
ისე რადიაციულ ყუთში ყველაზე მეტად სტკივათ, ყველაზე მეტად განიცდიან და ბევრს ოცნებობენ? არა უფრო ფანტაზიორობენ. თანაც მიჩვევა ცოდნია. ალბათ ამიტომაც ჰქვია ,,რადიაციული” და არა ანდერსენის რომელიმე ზღაპრის სახელი.

რატომღაც ჩემი სიზმარი გამახსენდა: ,,რადიოში გნომების ქალაქი”. დიახაც სწორედ ასე ქვია.  დიდ ხის რადიო მიმღებში პატარა არსებები ცხოვრობდნენ და რატომხაც მხოლოდ მამრები. ალბათ გნომები ასე მყავდა წარმოდგენილი.
ხოდა რას გიყვებოდით, გნომები მღეროდნენ, გნომები ცეკვავდნენ და გნომები ღამე ციცინათელებს შესცქეროდნენ. რა რომანტიულიააა...ეს ყველაფერი ლასვეგასში გაკეთებულ რომელიღაცა სარეკლამო კომპანიის სლოგანს როგორ გავს არა?
თურმე გნომები მთელ ქალაქს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდნენ. მაგალითად ასეთს: ,, დღეს გნომთა ქალაქში უცნაური ლითონის ძაფები გააბეს... ამ ძაფებს საშინელი პროგრესი მოაქვს... ლითონს გნომების გართობა შეძლებია...” და ვინ იცის კიდევ რამდენ რამეს აცხადებდნენ.
მოკლედ მთელი ბავშვობა რადიოს შექმნის ისტორიას ეტაპობრივად მანახებდნენე სიზმრის მინისტრები და თან მატყუებდნენ: ,, იმ ხის მოლაპარაკე ყუთში გნომები ცხოვრობენო” ერთხელაც სკამი მივაჩოჩე, ავძვერი და რომ ჩავიხედე მავრთულების მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე.

-- ნეტკა, ნეტკა  გნომები რადიაციულ ყუთში გადასულან.
-- კი, გავიგე და რატომ თუ იცი?
-- აზრზე არ ვარ.
-- აი, მე ვიცი. ალუმინის ძაფები რომ იყო ხომ გახსოვს? ხოდა, თურმე ქალაქში ვიღაც მმართველი დაუყენებიათ და ამ ძაფებზე სარეცხს აღარ აფენინებდა. იმათაც რა ექნათ საწყლებს და წამოსულან. რადიაციული ყუთის რეკლამა უნახავთ და....
-- აა, ეგ მეც გავიგე. ვიღაცას ჩამოურბენია ,, ჟირაქანასო” ასე ამბობენ, ხოდა ამ ჟირაქანას თურმე მორბენალი მყვირალა სტრიქონი მოსდევდა უკან და მთელ ქალაქზე ის ღრიალებდა: ,, აბა რადიაციული ყუთი იაფად და ხარისხიანი მომსახურებითო”.

მოკლედ ისევ ხმაურობდნენ ნეტკა და ბარნო და მოწყენილობისგან ამ მეთოდით იღწევდნენ ხოლმე თავს.


-- ნეტკა აინთე!
-- ბარნო ჩაქრი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები