ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2010


იცეკვე...

გადასკდა გვალვისგან მიწა და საღამო
ქათქათა ზეცაზე შენს თვალებს არეკლავს.
ეცადე ცეკვისგან ზაფხული დაღალო,
ან ტანი ტერფებით ატკინო ნარ-ეკალს.

თვალებში ჭინკების  შლეგური როკვაა
ჰაერი, ჰანგებით ივსება მექსიკურ...
დე, სხვებმაც გაიგონ რაც მეტი დრო გავა,
ყველაზე მაგარი  ცეკვა რომ ეს  იყო.

ცა თეთრი მკერდივით მოუჩანს ამ ზაფხულს,
მზემ გვალვა მიწაზე დააწყო ძარღვებად.
იცეკვე, მე მეტი აზარტი აღარ მსურს,
იცეკვე!- ვამბობ და გაიგოს გამგებმა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები