ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2010


ფერადი სამყარო...

თითქოს იყო უფერო
      ირგვლივ მთელი სამყარო...
ცამ ჩაიცვა დარდისგან
      გლოვისფერი პერანგად...
აღარ ვიცი უფალო,
      თავს რა ბედი ვაყარო...
გავხდი ქალი, რომელიც
      წლებით გრძნობებს კერავდა...

ლურჯა ცხენებს აჭენებს...
      დროში ფეთქავს პოეტი...
ფურცლებს ასდით სურნელი...
      მგონი მწვანე ბალახის..
ჩემს ოდაში ლხინია...
    ლხინი არის ყოველთვის...
ეზოს ყვითელ წიწილას
    დასდევს ქორი ამაყი...

თვრება მთელი სოფელი...
        ოჯალეში - იმდენი...
კოკამ წყალი დალია
        და ჩემს გულშიც იწვიმა...
ნარინჯისფერს მხატვარი
        მოლბერტებთან მიდენის...
იისფერი ბგერებით
        მინდა ისევ იცი რა?

რომ სიმაღლე არ იყოს..
      ღრუბელს თავი მივადო..
მინდა მიწა ზეცისგან
      უსაფუძვლოდ გავყარო...
ჩემს ცას უკვე ატყვია
      ცისარტყელის ფერები...
ვისთვის არავინ ვარ და..
      შენთვის მთელი სამყარო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები