ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2008


ურეკი


შეჯიბრებამ წელსაც სტარტი აიღო,
ვინ ჩამოვა ზღვიდან უფრო ნარუჯი,
არც დამწვრობას არ დავეძებთ, არც სიცხეს,
ფერი შეგვაცვლევინა და... რა უჭირს?

ინათებს და სანაპიროს მთელ ხაზზე
ვერ აცდები შავ ქვიშაზე თეთრ ტანებს-
მზე, რომელსაც კაბინეტში ვესტუმრეთ,
კოსმეტიკურ პროცედურებს გვიტარებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები