ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2010


ძველები

***
ვსუნთქავ ამ ლექსით, რომელსაც წუხელ
წამოვაყოლე ვნებებად ლავა,
ნასიზმრალ ფიქრსაც ვერავის ვუმხელ,
უძეკაცეო ტრამალზე ვდგავარ.

ვერ გავთქვამ სურვილს ფერმცხრალ მთვარესთან,
თუმც ჟინი წადილს აოთხებს, თბილა,
დღე თეთრ საწოლზე წვება ღამესთან,
რომ დაიბადოს სამოთხე დილა... 
***
ბავშვობა ხელში შემრჩა ფიფქივით,
თქვი ეს და იგრძენ წამში გასრულდა,
დრო - გაცრეცილი ბინდში ნისლივით ,
დრო - მეომარი შუბი წარსულთან.

სისხლი წვეთ-წვეთად დაგდის მაჯაზე,
ღამის ცა ღრენით ხევ-ხევ ყიალობს,
დააბი ხსოვნა ყრმობის ბაგაზე
და ნუ გაუშვებ სახეტიალოდ ...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს