ეს იყო ადრე, ძალიან ადრე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხაზის რადიოები ძალიან მოდურად ითვლებოდა. ითვლებოდა და ჩვენც ვთვლიდით. რადიო შოკოლადიც კი არსებობდა გემრიელი, მუქი ყავისფერი, რომელსაც ასევე მუქი შინდისფერი დაჰკრავდა. პლიტკას ჰგავდა და ყველას მისი ჩაკბეჩის სურვილი უჩნდებოდა.
___ ბარნო, რას შვება შენი რადიო შოკოლადი? ___ რა ვიცი, ისევ ზღაპარს ყვება. ___ ისევ ის ზღაპარია? ___ რომელი? ___ აი, გუშინდელი ჩვენ, რომ ვუსმენდით და რადიოშოკოლადის შეჭმაც, რომ მოგვინდა. ___ ხო... __ სიცილი ატყდა და ლამის ნაფოფინები რადიო ძირს ჩამოვარდა.
რადიოშოკოლადი ქაქანებდა და ისევ ზღაპრის მოყოლას აპირებდა. დიქტორი დაყენებული ხმით მთელ ადგილობრივ მოსახლეობას ესალმებოდა და დღის პროგრამას ზედმეტი მგრძნობელობით ამცნობდა:
___ ძვირფასო მსმენელებო... გთხოვთ მოისმინოთ განცხადება! ___ ოოო... დაიწყებს ეხლა რა... მიდი რა ბარნო გადართე. ___ მოიცა რა, ეხლა მაგარს იტყვის, ვიცინებთ __ და ჩაიძირნენ რადიო შოკოლადის AM ტალღებში…
დიქტორი განაგრძობდა:
___ თექვსმეტ სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჟონა ტკბილმა მასამ... ექსპერტები ამტკიცებენ... ეს არის რადიოშოკოლადი... ___ ბარნო, ბარნო გაიღვიძე წავედით ეზოში, აუ ... გამორთე ეს რადიო შოკოლადის ზღაპარი რა...
* * *
ძილქუშად ქცევა იცი რა არის? როცა რადიოშოკოლადიც აღარ გაქვს და ის პლასტმასის ხმოვანი ქმნილება გენატრება. მისი ტკბილი ზღაპრები კი უფრო მეტად, დიქტორის გამაყრუებელი ხმაც კვლავინდებურად ჩაგესმის, მაგრამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ეს ყოველივე მხოლოდ სიზმარში გელანდება, ისიც ხანდახან. თაროზე ჯდომაც გენატრება, თაროზე სადაც ერთ დროს რადიოშოკოლადი იყო შემოდებული და ეხლა , იმ ადგილას პატარა კედელია. თაროც და ხაზის რადიოც ჩამოხსნეს. ჯერ მოლაპარაკე ყუთი გამოაძვრეს უცნაურ მავრთულებს, მერე გადმოიღეს, სადღაც მიაგდეს და თაროც ზედვე მიაყოლეს. ეს რევულუციას ჰგავდა. კედელიც ამოიყვანეს და ახალი წყობილებაც შექმნეს “თანამედროვეაო” ასე ამბობენ ხოლმე.
___ ბარნო, გახსოვს ჩვენი რადიოშოკოლადი? ___ უი, რამდენს ლაპარაკობდა არა? ___ აუ... ზღაპრები? ერთი და იგივეს, რომ ყვებოდა? ___ ხო, ეხლა AM _დან FM-ზე გადავედი და იქ უარესებს ყვებიან ხოლმე.
მაინც კაარგი იყო რადიოშოკოლადი. ეს იმ ამბავს ჰგავდა სკოლიდან მოსული ბავშვი თაროზე, შოკოლადთან ჩახუტებული გაკვეთილებს, რომ ემალებოდა, მერე იქვე იძინებდა და ისევ ის სულელური ზღაპარი აღვიძებდა. ხშირად უსაქმურობისგან სანთელს ხელით ათამაშებდა და ისევ ხმა ჩაესმოდა: ___ ბარნო, გაიღვიძე... ___ რაა? ___ რა კი არა, გამორთე ეგ შენი მეზღაპრე რადიოშოკოლადი და წამო ეზოში ვა...
თ. ბარნაბიშვილი 2007წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ბარნოოო:):):-*:-* ბარნოოო:):):-*:-*
24. ბარნომუსია ძალიან ტკბილია ეს შენი რადიოშოკოლადი და გემრიელი:) ბარნომუსია ძალიან ტკბილია ეს შენი რადიოშოკოლადი და გემრიელი:)
21. ნეტოჩკა ნეტოჩკა ჩემი ნეზვანოვაჩკა :) ნეტოჩკა ნეტოჩკა ჩემი ნეზვანოვაჩკა :)
20. ესეც ვიცოდი ესეც ვიცოდი
19. არა ლექსი საერთოდ არ მეჭყანება:)))))) არა ლექსი საერთოდ არ მეჭყანება:))))))
18. არ ვიცი :( გოგო ეს პოეზია რას ამეკიდა ნეტა:))) არ ვწერ მეთქი ლექსებს ვერ ვწერ და კიდევ არ ვწერ და ასე უსასრულოდ:)))) არ ვიცი :( გოგო ეს პოეზია რას ამეკიდა ნეტა:))) არ ვწერ მეთქი ლექსებს ვერ ვწერ და კიდევ არ ვწერ და ასე უსასრულოდ:))))
17. მადლობ გიო :) კი ნიკი ინტერნეტ ექსპლორერით შევდივარ. არადა პირველად რომ დავდე მაშინაც ანალოგიური დამემართა, მაგრამ შევძელი რედაქტირება ეხლა აღარ შვება. მადლობ გიო :) კი ნიკი ინტერნეტ ექსპლორერით შევდივარ. არადა პირველად რომ დავდე მაშინაც ანალოგიური დამემართა, მაგრამ შევძელი რედაქტირება ეხლა აღარ შვება.
16. რითი შედიხარ? ინტერნეტ ექსპლორერით? რითი შედიხარ? ინტერნეტ ექსპლორერით?
15. რაღაც ვერ გავიგე მე ბარნო :) სიცხე კი მაქვს მარა... მაგის ბრალია ვითოომ? :)
რაღაც ვერ გავიგე მე ბარნო :) სიცხე კი მაქვს მარა... მაგის ბრალია ვითოომ? :)
14. რომ არ მაჩვენებს? :( რომ არ მაჩვენებს? :(
13. რედაქტირებაში შეხვალ და იქვეა ჟანრის შეცვლაც რედაქტირებაში ანუ პირად გვერდზე, ნაწარმოებებში რედაქტირებაში შეხვალ და იქვეა ჟანრის შეცვლაც რედაქტირებაში ანუ პირად გვერდზე, ნაწარმოებებში
12. ვინმე მეტყვის საიდან შეიძლება ჯანრის შეცვლა? :(თორე დავრჩი ასე ვითომ ლექსით ვინმე მეტყვის საიდან შეიძლება ჯანრის შეცვლა? :(თორე დავრჩი ასე ვითომ ლექსით
11. მადლობ ნინომელივა :) მადლობ ნინომელივა :)
9. არა თეკლე ეტყობა რაღაც აირია მოიცა გავასწორებ აშკარად არ ვწერ ლექსებს:)) მადლობ რომ შენიშნე არა თეკლე ეტყობა რაღაც აირია მოიცა გავასწორებ აშკარად არ ვწერ ლექსებს:)) მადლობ რომ შენიშნე
8. ჩვენი ვაჯკაცია ბარნო :D:D ჩვენი ვაჯკაცია ბარნო :D:D
7. ვააა ძმა ჯალალი მოსულა :D როგორ ხარ? ვააა ძმა ჯალალი მოსულა :D როგორ ხარ?
6. გამაღიმე :) მაგრამ ეს პოეზიაა? გამაღიმე :) მაგრამ ეს პოეზიაა?
5. ეს წაკითხული მაქვს... ბარნო ბიჭი ხარ?! გენაცვალე დალალებში...:))) ეს წაკითხული მაქვს... ბარნო ბიჭი ხარ?! გენაცვალე დალალებში...:)))
4. შენც ძმაო თამზოიე :)))) :D:D:D შენც ძმაო თამზოიე :)))) :D:D:D
3. კარგი ბიჭი ხარ :D:D კარგი ბიჭი ხარ :D:D
1. ჯერ წავიკითხავ:) ჯერ წავიკითხავ:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|