ნაწარმოებები


ალექს ფერგიუსონის ავტობიოგრაფიული წიგნის - "ჩემი ავტობიოგრაფია" წარდგინება ეროვნულ ბიბლიოთეკაში     * * *     კატო ჯავახიშვილის საღამო "შეხვედრა არაფრისთვის"     * * *     მაია მიქაიას კრებულის - „შურიმშინე“ წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2010


ციკლიდან: "ფშაური წაწლობა" - სცენა საბძლიდან

ჩალა-თივიან საბძელში,
მთვარემ ჩახედა ყავრიდან,
ჩახვეულ-ჩაალერსებულ
ხმა-ხშირად მსუნთქავ ყვავილთა...

- წაწლები! ღმერთმა დალახვროს! -
წაიჩურჩულა მნათობმა,
მაგრამ ვერც მზერა მოსწყვიტა,
არც სურდა უიმათობა...

ღამის მზე ადგათ სახეზე
ტოლ-სწორებს, ვაჟა-ქალათა... -
უფრო გაივსო, გადიდდა
ცაზე თითბერის კალათა!..

ნამდვილად ღირდა საცქერლად
საბძლის ლამაზი სურათი:
ვაჟი - ახალუხშეხსნილი...
ქალი - თეთრ საღამურათი...

იწვნენ, თან მუსაიფობდნენ:
- ყინჩად თოვლი ხარ, დედუნო!..
- ხო დაგიწექი, დღეიდან
რაღაზე უნდა მემდურო?..

ტან-ძუძუთ აუყვ-ჩაუყვა
ვაჟის თითები ქალისას,
ქალი ჯერ შედგა, შელუშდა,
მერე კი გაიხალისა:

- დაბლისაკ არც კი ჩაჰკვლიო,
არც ხელნი ჩაჰყო ნაკრძალებს...
- ჩუმად, შე დანელებულო,
მე თავად ვიცი, მაცალე!..

ქარ-ნიავს აეთანადა
თრთოლვა დედუნის ბაგეთა...
ვაჟმა თმებ გადაულალა,
ბაგენ კი კოცნით გაკვეთა.

ქალიც ეფერა ნანდაურს,
თმებს უფარცხავდა თითებით,
საერთოდ გაიყრეინა
მაცდურმა ზედა-ჩითები!..

კისკის-სიცილის ექონი
მი-მოარხევნდნენ ერდოთა,
შესცვლიდნენ შესაქებარნი,
სიტყვათა დასაყვედროთა:

- აჰა, და აღარ გავიგო,
ხვალ რო კვლავ დამამუნათო.
თითქოს მორცხვი ვარ, მწერელტყვე,
უვარგი ნანდაურათო!

ვაჟს ცეცხლი ენთო თვალებში:
- რამდენიც უნდა მაწვალო,
ვერ მაცდენ, ეშმაკის ფეხო,
უნდა ჩავიცვათ, წაწალო!..

ეჟიჟრიბანდა ალიონს,
ნათელი ხსნიდა ცის პირებს...
ნებ-ნებ დატოვეს საბძელი,
ერთურთი შემოიბირეს!..

.....................

გლოვის ხმა დადგა საღამოს
ბუხრევში, ბანზე, ჯალაფთა:
- ჯიქურ მაუკლავთ დამასტეს!.. -
ცრემლს ვერც დედუნი მალავდა...

- ვაჟ იყავ ვაჟის საფერი,
ღმერთმა გაცხონოს, არწივო!
შენ ნაკოცნ მეწვის ძუძუსთავს,
თვალნ ზენ რაითღა ავწიო!..







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები