ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივლისი, 2010


სამიზნედ.../საიტური ვარიანტი/

წაგვასწრეს მგონი თავს ვერ ვიმართლებთ,
შუა სამიზნედ ქალაქის ჭორის
და საყვირივით ყვირის ასაკი,
/რა საიდუმლოც არის ჩვენ ორის .../,
გვიმზერს ათასი შურით საბრალო,
კეთროვანივით ვშორდები ყველას,
ასაკს თუ ჩვევას რას დავაბრალო,
თუ დეკოლტესკენ გაპარულ მზერას.
ხვალე და ფიქრი... პასუხს ითხოვდი,
ცაა ჩემ ირგვლივ შემომინული,
და შენი ნეკა თითის სითბოთი
მილღვება ირგვლივ ყველა ყინული.
ამ ღამით რაა _ ყრუა ხედები,
პროცესორის ზრუნს ეჩვევა ყური,
მეც გიბერდები და ვკიბერდები
და მონიტორთან მერევა რული ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს