ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სავანელი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2010


სიჩუმის ხმა

ზეცად ვმაღლდები, მაკვირვებს ყოველი,
ჩემი წლებისგან ვეღარას მოველი,
შორიდან ვუცქერ, დამხურეს ცხაური,
სულმა შეიგრძნო სიჩუმის ხმაური.

სიჩუმის კივილი, დუმილის გოდება,
ამ გულის ფიცარზე მეყრება ლოდებად,
სიჩუმის ღრიალი, სიბნელის ნათება,
ფიქრებში დაცურავენ უხმო ლანდებად.

დღეს ჩემი დროა, დავსრულდი სოფელში,
ჩავიძირები ღვარცოფის მორევში,
ვახ, რარიგ მძიმეა ბრაგუნი ფიცარზე,
დახედო ზემოდან დარჩენილთ მიწაზე.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები