 | ავტორი: შატილიონი ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2010 |
შენს კარზე მოვალ ბატონო, წმინდა გიორგივ, ლაშარო, გული გაგიხსნა გულთმისანს, სევდის ღრუბლები ავშალო. შენ თუ არ, მაშ ვის ვეაჯო, ცოდვილ-უღირსთა იმედო? ამდენი დარდი და სევდა გულს დამწოლია მძიმედო, ეგების ცოტა მიფონო, წყალობა რამ დამიბედო. მეკრძალვის მზერა ვუსწორო შენს სხივმფინარე მზვარესა შენს სიახლოვეს მოვიდე, ფეხით ვთელავდე მწვანესა, სად ყმათა, პიროფლიანთა ხმლის ელვა ჰფინეს არესა და მტრისგან ნახმლევ, ნასხეპი მხარ-მკლავი დაავანესა. მოვალ და გეტყვი ჩურჩულით ძალო, ავძალთა მძლეველო, კურთხეული ხარ, წმინდა ხარ, სამსხვერპლოვ, საკურთხეველო, კარგ ყმათა მზრდელო, ბატონო, სისხლის ცრემლების მთხეველო, ღვთისშვილთა დიდო მედროშევ, წყალობა დაულეველო! მოვალ და მუხლთა მოდრეკით, მტრისად ბრძოლაში ნაქებო, სამთხვევლად დაგეღირებით, ერთურთზე ლიბოდ ნაგებო, სრევით დაღლილთა ძვლებო და დამიწებულო მაჯებო, ეგებ, პასუხად შეტოკდეთ და გულის ცეცხლი მაგებოთ! ან რაღა გითხრა, ბატონო, აგავსო ცოდვა-ბრალითა, შენც კარგად იცი, რაცა გვჭირს საით რას მივიზრახვითა, ღვთისმშობლის სისხლის ცრემლები წინ გიდგა სავსე ჯამითა, შენგან მოელის ქართველთა დახსნას ხმლითა და ჯვარითა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მომწონს აქ შემოსვლა,ავტორი კარგად ახერხებს მკითხველის გემოვნების დაკმაყოფილებას,ღმერთმა ხელი მოგიმართოს,წინსვლას და განვითარებას გისურვებთ 555 მომწონს აქ შემოსვლა,ავტორი კარგად ახერხებს მკითხველის გემოვნების დაკმაყოფილებას,ღმერთმა ხელი მოგიმართოს,წინსვლას და განვითარებას გისურვებთ 555
23. გფარავდეთ წმინდა გიორგი მადლი შენ და სრულიად საქართველოს! გაიხარე! +2 გფარავდეთ წმინდა გიორგი მადლი შენ და სრულიად საქართველოს! გაიხარე! +2
21. სირმის ძაფივით ეხვევა,ჭალებს ალაზნის ტრიალი, ლაშარის ჯვარი ფარადევს,ქართულ სულს,შატილიონის! სირმის ძაფივით ეხვევა,ჭალებს ალაზნის ტრიალი, ლაშარის ჯვარი ფარადევს,ქართულ სულს,შატილიონის!
20. ამ გვერდზე მართლაც ყოველთვის ანთია ქართული, ჩაუქრობელი ცეცხლი და მიხარია ხოლმე აქ შემოსვლა! ლაშარის წმინდა გიორგი გწყალობდეთ შატილიონო თქვენ და სრულიად საქართველოს!!!
ლექსი როგორც ყოველთვის, შესანიშნავია! მიყვარს ასეთი წყაროს წყალივით ანკარა ლექსები!!! ამ გვერდზე მართლაც ყოველთვის ანთია ქართული, ჩაუქრობელი ცეცხლი და მიხარია ხოლმე აქ შემოსვლა! ლაშარის წმინდა გიორგი გწყალობდეთ შატილიონო თქვენ და სრულიად საქართველოს!!!
ლექსი როგორც ყოველთვის, შესანიშნავია! მიყვარს ასეთი წყაროს წყალივით ანკარა ლექსები!!!
19. ელდარ გულით გილოცავ ლაშარობას!!! ღმერთმა გადღეგრძელოს მეგობარო!!! ლექს ჩემი უსაზღვრო მოწონება!!! გაიხარე შენა!!! ელდარ გულით გილოცავ ლაშარობას!!! ღმერთმა გადღეგრძელოს მეგობარო!!! ლექს ჩემი უსაზღვრო მოწონება!!! გაიხარე შენა!!!
18. მეც მიყვარს... :)))) 5 მეც მიყვარს... :)))) 5
17. მიყვარს აქ შემოსვლა...:) მიყვარს აქ შემოსვლა...:)
16. ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის... :)
5... :) ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის... :)
5... :)
15. ძალიან ლამაზი სავედრებელია წმინდა გიორგისა....შეგეწიოს წმინდა გიორგის მადლი! :) ძალიან ლამაზი სავედრებელია წმინდა გიორგისა....შეგეწიოს წმინდა გიორგის მადლი! :)
14. აუ, რა ცეცხლი დაინთო ამ გვერდზე, ქართული, ჩაუქრობელი აუ, რა ცეცხლი დაინთო ამ გვერდზე, ქართული, ჩაუქრობელი
13. მაგარიაა, ბრავო .. !
5 მაგარიაა, ბრავო .. !
5
11. მომწონს თქვენი ძარღვიანი და გულიანი ლექსები! მომწონს თქვენი ძარღვიანი და გულიანი ლექსები!
10. მომწონს თქვენი ძარღვიანი და გულიანი ლექსები! მომწონს თქვენი ძარღვიანი და გულიანი ლექსები!
9. დიდი მადლობა, გფარავდეთ წმინდა გიორგის ყველა მოყვარულს ლაშარის მადლი და ძალი, ამინ! +5!!! დიდი მადლობა, გფარავდეთ წმინდა გიორგის ყველა მოყვარულს ლაშარის მადლი და ძალი, ამინ! +5!!!
8. ამდენი დარდი და სევდა გულს დამწოლია მძიმედო, ეგების ცოტა მიფონო, წყალობა რამ დამიბედო.
გილოცავთ ლაშარობას..."ითხოვდით და მოგეცემოდით!" ამდენი დარდი და სევდა გულს დამწოლია მძიმედო, ეგების ცოტა მიფონო, წყალობა რამ დამიბედო.
გილოცავთ ლაშარობას..."ითხოვდით და მოგეცემოდით!"
7. მეც მეამა ეს მშვენიერი ლექსი.
გილოცავთ ლაშარობას, წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ ყველას!..
მეც მეამა ეს მშვენიერი ლექსი.
გილოცავთ ლაშარობას, წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ ყველას!..
6. ავახ რა კა ანდრეზ ას...მრავალ ლაშარობას... ავახ რა კა ანდრეზ ას...მრავალ ლაშარობას...
5. დავეთანხმები იას ე.ი. ჩემი დღე ყოფილა ლაშასი :) +2 იხარეთ დავეთანხმები იას ე.ი. ჩემი დღე ყოფილა ლაშასი :) +2 იხარეთ
4. გულის გულში რომ გაივლის ისეთი ლექსია :) 555! გულის გულში რომ გაივლის ისეთი ლექსია :) 555!
3. შენიმცა მწყალობელია, შატილიონო!
55555 შენიმცა მწყალობელია, შატილიონო!
55555
2. გწყალობდეს, გეფარებოდეს ლაღი ლასარის ჯვარიო, ედინოებოდეს შენს სტრიქონს იმისი მადლის ცვარიო! რა კარგი ლექსი გითქვია, ზედ სულზე მომისწარიო, მეამა, დიდად მეამა, გაიხსნა ზეცის კარიო! გწყალობდეს, გეფარებოდეს ლაღი ლასარის ჯვარიო, ედინოებოდეს შენს სტრიქონს იმისი მადლის ცვარიო! რა კარგი ლექსი გითქვია, ზედ სულზე მომისწარიო, მეამა, დიდად მეამა, გაიხსნა ზეცის კარიო!
1. ყველას გილოცავთ ლაშარობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ყველას გილოცავთ ლაშარობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|