ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ქეთუს
ჟანრი: პროზა
16 ივლისი, 2010


ენი (პატარა ანის)

          მაშინ, როცა ყველას სძინავს, ის ფართოდ ახელს დიდ, ოკეანისებურ თვალებს და სანთელს ანთებს. არა, მან უკვე ილოცა ძილის წინ, ახლა სხვა რამ დარჩა გასაკეთებელი, ისე როგორ დაიძინებს თუ თავის პატარა მუზას არ მოუხმობს და კიდევ რამოდენიმე სტრიქონს არ მიამატებს უკვე დიდი ხნის წინ დაწყებულ ლექსებს? ჰო, ასე აკეთებს ყოველ ღამე, არავინ იცის მისი „კამელია“-ს შესახებ, - ასე უწოდა ენიმ თავისი ნაწარმოებების კრებულს, რომელსაც სასოებით ინახავს და არავინ იცის როდის იხილავს მას როგორც ვამბობთ ხოლმე - ფართო საზოგადოება.
          ზის თავის პატარა კომპიუტერთან და წერას აგრძელებს. სანთელი ქრება, ის ამას ვერ ამჩნევს, თუმც სანთელი მას არაფერში ესაჭიროება, უბრალოდ  მისი მუზა სთხოვს ხოლმე, რომ ყველაფერი ისე იყოს წერის დროს, როგორც ამას სხვა ადამიანები აკეთებენ. 'სხვები' - რა მძიმეა პატარა ენისთვის ეს სიტყვა, ამ „სხვა“-ში ხომ ისინი იგულისხმებიან, რომელთაც არ სჭირდებათ თანაგრძნობა, არც მომვლელი ადამიანები, რომლებიც სუნთქვის საშუალებასაც აღარ აძლევენ მუქი ცხოვრებით გადაღლილს. როგორ უნდა, რომ მთის მწვერვალზე ავიდეს, სულ მარტო და შემდეგ გადმოეშვას ხელ თუ ფრთებგაშლილი ისე, რომ შეიგრძნოს დედამიწის სილამაზე, მზის თითოეული სხივის სითბო შეუშვას სხეულში თუ არა, თავის წარმოსახვაში მაინც და მერე თუნდაც საუკუნოდ დარჩეს უსიცოცხლო მიწაზე, პატარა საბრალო თვითმკვლელად წოდებული.
            არა, ენი ძალიან იშვიათად ფიქრობს ამაზე, მას უყვარს საკუთარი თავი, უყვარს ოჯახი და რაც მთავარია - პოეზია. მის სათუთ შემოქმედებას აქამდე არავინ შეხებია და მას სჯერა, რომ ხალხი მხოლოდ მაშინ გაიგებს მათ არსებობას, როცა ენი ერთხელაც თავისი ნათელი თვალებით თვითონ შეძლებს და წაუკითხავს მათ, საკუთარი თვალებით დაინახავს თავისი ლექსებით აღფრთოვანებული ადამიანების სახეებს და სიხარულის ცრემლი წამოუვა უკვე სიცოცხლით გაბრწყინებული თვალებიდან.

...............

          ექიმი დღესაც ნაღვლიანი სახით გამოვიდა ენის ოთახიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები