ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სავანელი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2010


ეული ღრუბელი

ჩამოვა ფეხად ეული ღრუბელი,
დარჩება კენტად, ჩალბება გუბეში,
გაყვება მთვარეს, ინანებს მწარედ,
ინატრებს მზეს და დაითვლის წამებს...

დილით ალიონს, შეხვდება თრთოლვით,
მთას მოეფერება შემოსილს თოვლით,
კალთებს დაძონძილს ამოიკემსავს,
ყრმას გაუღიმებს ხარებს რომ მწყემსავს.

თრთვილის წვეთებით პირსაც დაიბანს,
მწვანე სტადიონზე გოლსაც გაიტანს,
გოშიას ყურზე თამამად მოქაჩავს,
ბავშვებთან ერთად ასფალტსაც მოხატავს.

და აქ მიწაზე მარტოდ დარჩენილს,
საიდან სადაო ანაზდად გაჩენილს,
მზე გამოწურავს მწველი ხელებით,
ვენახებს მორწყავს მსხვილი წვეთებით.

ლაჟვარდის ცას ლაღად  რომ სერავდა,
უშფოთველ ფიქრებში ოცნებებს ძერწავდა,
ზურმუხტი დააწყურა, ცის ფირუზს კი არა,
ვით ყველა მოკვდავი ნიადაგს ეზიარა.


 






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები