ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2010


ამერიკული ოცნება

ეჰეი , მთვარევ!
გვეყო ამბოხი,
გვეყო ლოთობა....
ჩამოდი ძირს და ბედს შევურიგდეთ,
არ შეიცვლება ეს  მთავრობა!

ეჰეი!...  მთვარევ!...
უკანასკნელად დავლიოთ  ვისკი,
თან  ჩავეხუტოთ  ამ ურჯულო  ამერიკელებს,
ჩვენ,  ქართველებმა , ეს  კარგად  ვიცით....

რაღას  ვუცდით?
შევიდეთ  ბარემ
იმ  NATO-ში,  ასე რომ იპრანჭება,
ბოლოსდაბოლოს  მოვდუნდეთ  იქნებ?
და  მივიღოთ  სიამოვნება....................

ეს  ახლა,
მერე  ალბათ ჩვენ  წაგვკუზავენ.....
კი ვიყვირებთ,  მაგრამ  გვეტყვიან:  NEVER,
არ გაგიშვებთო,
და კარგადაც  გვითავაზებენ.....

არა.............  წიხლს  არა......

ვააჰ?....  ეს რა  იყო?
რამ  დამასიზმრა....
ღამეა  ისევ,
ლოჯიიდან  მიღიმის  მთვარე


აი,  ასეა!
ეს  სპირტი  ხომ  არ დაილევა,
საზიზღრობაა.......  მეტიც  , ნეხვია!!!
ვეღარ  ვიძინებ , მეშინია  ხვალინდელი  დღის,
გუშინ  ამბობდნენ:
გასაკეთებელი  კიდევ  ბევრია.....


            27.07.2010.                      სერგეი  ნეველი          (  ეძღვნება  ჩეროკებს  და იროკეზებს  )



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები