დილით გავიღვიძე თუ არა, ხევსურეთზე და გელა დაიაურზე ფიქრი ამეკვიატა. 26 ივნისს მზიურში ჩატარებულ ხევსურულ საღამოს ვიხსენებდი და ვცდილობდი წარმომედგინა, თუ როგორი იქნებოდა მომავალი საღამო ერთი წლის შემდეგ. დაიაურს ვეტყვი და იქნებ ხარვეზები გამოსწორდეს, რომ უფრო ორგანიზებული საღამო გააკეთონ-მეთქი. ამ ფიქრში ვიყავი დედაჩემი რომ შემოვიდა და მითხრა: "დაიაურს ცოლ-შვილი დაეღუპაო..." თავი გადმოვატრიალე, რომ გამეგო რა მოხდა, მაგრამ დედა იქ აღარ იყო. მომეჩვენა? - გავიფიქრე და წამოვხტი...
- რა დაემართათ? - ავარიაში მოყვნენ, ხევსურეთში, ბავშვებიც... ბავშვები სულ პატარები იყვნენ, გამახსენდა გელას და თეონას უმცროსი შვილი, ჯარჯი რომ შეეძინათ, გიო არაბულმა მითხრა და მეც გახარებულმა ხევსურეთის საიტზე დავუწერე, "ღმერთმა გამრავლოთ-თქო," მაგრამ... ჯერ ერთი წლისაც არ იყო ჯარჯი... უფროსი, დემეტრეც ძალიან პატარა... მერე კომპიუტერში სიმღერების ფაილი გავხსენი. თეონას და გელას სიმღერების ჩამონათვალს თვალი ჩავაყოლე და... გამიჭირდება, უფრო სწორად, ვეღარ შევძლებ, რომ მათ სიმღერებს ვუსმინო. - ხედავ? შენ კიდევ ხევსურეთში გინდა წასვლა - მეუბნება დედა და მერე ცდილობს ამ ტრაგედიაზე აღარ იფიქროს. დედა ხევსურია, თუმცა მთაში ასვლა არ უნდა, ალბათ იცის... თუმცა მე არ ვეშვები. - ავარია ყველგან შეიძლება მოხდეს, ხევსურეთშიც და აქაც. - ჰო, მაგრამ შენ არღუნზე გაქვს ლექსი! მას შემდეგ, რაც მდინარე არღუნზე ლექსის დაწერით, თითქოს და მასში დახრჩობა ვიწინასწარმეტყველე, ჩემი ნაცნობები შეშინებულები არიან და მთაშიც აღარ მიშვებენ. ამ ფაქტის მერე თვითონვე აღარ მინდა ხევსურეთში ასვლა. იქ ხომ ყველაფერი ამ ამბავს გამახსენებს, ეგეც არ იყოს, ბავშვების გვამები სწორედ არღუნმა გაიტაცა. წარმოიდგინეთ, ისინი იმდენად პატარები იყვნენ, რომ მდინარემ წაიღო... რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი საშინელება? თანაც, ხატობიდან ბრუნდებოდნენ, ახლა ხომ ხევსურეთში უდიდესი დღესასწაული - ათენგენობაა. ან ბავშვები რა შუაში იყვნენ? ეს კითხვა ალბათ არამარტო მე მაწუხებს, თუმცა, პასუხი უფლის მეტმა არავინ იცის... ამ ტრაგედიას გელა დაიაურის ცოლ-შვილის გარდა მისი ცოლის დის, ბერდია არაბულის, ბერდიას მეუღლის და მათი ოთხი თვის შვილის სიცოცხლეც შეეწირა. გლოვის ადგილად გადაიქცა ამაყი ხევსურეთი... წვიმს და ცუდი ამინდია მთაში. ალბათ, ბუნებაც გლოვობს უცოდველი ბავშვების დაღუპვას. ხევსურეთო, რატომ გაწირე შენი შვილები შენსავე მიწაზე? ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
32. ტკივილიანი ნაწერია! ის რაც მოხდა მუცოში, მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა! ტკივილიანი ნაწერია! ის რაც მოხდა მუცოში, მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა!
31. უმძიმესი ტრაგედია - კიდევ ერთხელ ჩამწყდა გული... უმძიმესი ტრაგედია - კიდევ ერთხელ ჩამწყდა გული...
30. ტრაგედიამ ,შემძრა,,,ღმერთმა გაანათლოს მათი სულები. აქ კომენტარი ზედმეტია,სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე ასეთი კითხვები მომდის თავში,შეიძლებოდა ეს ტრაგედია არ მომხდარიყო?იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი,რა მანქანა იყო , 10 ადამიანი,რომ მოათავსეს. ხევსურეთის მიწა არფერ შუაშია,ტრაგედია ყველგან შეიძლება მოხდეს,ჩვენ თვითონ ადამიანები ვართ,უმეტეს შემთხვევაში დაუდევრები, გადასასვლელზე მოხუცი იდგა , შვილთან ერთად ,კარგა ხანს,სანამ მანქანები თვალს არ მიეფარა,რას დგეხარ ,- შეეკითხა შვილი- არ მინდა უშნოდ მოვკვდე შვილო უპასუხა დედამ, დასაფიქრებელია ბევრი რამ. ტრაგედიამ ,შემძრა,,,ღმერთმა გაანათლოს მათი სულები. აქ კომენტარი ზედმეტია,სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე ასეთი კითხვები მომდის თავში,შეიძლებოდა ეს ტრაგედია არ მომხდარიყო?იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი,რა მანქანა იყო , 10 ადამიანი,რომ მოათავსეს. ხევსურეთის მიწა არფერ შუაშია,ტრაგედია ყველგან შეიძლება მოხდეს,ჩვენ თვითონ ადამიანები ვართ,უმეტეს შემთხვევაში დაუდევრები, გადასასვლელზე მოხუცი იდგა , შვილთან ერთად ,კარგა ხანს,სანამ მანქანები თვალს არ მიეფარა,რას დგეხარ ,- შეეკითხა შვილი- არ მინდა უშნოდ მოვკვდე შვილო უპასუხა დედამ, დასაფიქრებელია ბევრი რამ.
29. ღმერთო, ჩემო...მუცოს ტრაგედიამ ახლა ხელახლა დამცა თავზარი...ისეთ ადგილას ვიყავი, აუდიო-ინფორმაცია მწვდებოდა მხოლოდ. მაგდენი არ ფიქრია, რომ ეს საშინელება გელა დაიაურს ეხებოდა...სიტყვას ვერ ვნახულობ, როგორ გამოვთქვა, რას განვიცდი...მადლობა ლიკა...შემთხვევით არსად არაფერი ხდება და დედის გულმა უკეთესად იცის, როდის რა უნდა უთხრას შვილს ღმერთო, ჩემო...მუცოს ტრაგედიამ ახლა ხელახლა დამცა თავზარი...ისეთ ადგილას ვიყავი, აუდიო-ინფორმაცია მწვდებოდა მხოლოდ. მაგდენი არ ფიქრია, რომ ეს საშინელება გელა დაიაურს ეხებოდა...სიტყვას ვერ ვნახულობ, როგორ გამოვთქვა, რას განვიცდი...მადლობა ლიკა...შემთხვევით არსად არაფერი ხდება და დედის გულმა უკეთესად იცის, როდის რა უნდა უთხრას შვილს
27. საშინელი და მტკივნეული ტრაგედია... :( საშინელი და მტკივნეული ტრაგედია... :(
26. saukuno sasufeveli maT sulebs! Tumc am tragediaSi arc arRuns da arc xevsurets aranairi wvlili ar miuZRviT. xevsureTi Cemi sayvareli mxarea piriqiTa da piraqeTa). fexit maqvs movlili yvela sofeli da yvela mTa. arnaxuli emociaa! saukuno sasufeveli maT sulebs! Tumc am tragediaSi arc arRuns da arc xevsurets aranairi wvlili ar miuZRviT. xevsureTi Cemi sayvareli mxarea piriqiTa da piraqeTa). fexit maqvs movlili yvela sofeli da yvela mTa. arnaxuli emociaa!
25. ღმერთმა განანათლოს მათი სულები! ღმერთმა განანათლოს მათი სულები!
24. საშინელებაა.მეტკინა.უფალმა ნათელში ამყოფოთ მათი სულები.ლიკ მოგიკთხე :-* :-* საშინელებაა.მეტკინა.უფალმა ნათელში ამყოფოთ მათი სულები.ლიკ მოგიკთხე :-* :-*
23. ლიკა მოგიკითხე:-* ტექსტს მოგვიანებით წავიკითხავ... ლიკა მოგიკითხე:-* ტექსტს მოგვიანებით წავიკითხავ...
22. რა საშინელებაა!... ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მათ სულებს! :( რა საშინელებაა!... ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი მათ სულებს! :(
21. შემძრა!-ვერაფერს ვიტყვი შემძრა!-ვერაფერს ვიტყვი
20. შარშან ოთხი დღე ვიყავი ხევსურეთში. ჩვენთან ერთად წამოვიდნენ გელა და ალუდა დაიაურები. არდოტში, ხევსურეთის ერთადერთ ეკლესიაში დაწერა ჯვარი მამა თომამ ალუდას და მის მეუღლეს, და აპარეკას და მაყვალას. ერთ-ერთი მეჯვარე იყო ბერდია არაბული, ვინც ამ ტრაგედიის დროს მართავდა მანქანას და დაიღუპა ცილ- შვილიანად. ეს დღეები დაუვიწყარი იყო. გელა საოცარი ადამიანი, თავის კუთხეზე და საერთოდ ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული უნიჭიერესი კაცი , რომელსაც უფალმა მოუვლინა მეუღლე ნამდვილი ანგელოზი, ერთ წუთში გახდა ყველაზე უბედური ადამიანი. ღმერთმა გააძლიეროს .ამბობენ თეონა მესამეზეც იყო ორსულადო. ბევრი შვილები უნდა გავაჩინოო... არაფერი არ ქონდათ, არც სახლი და კარი სიყვარული გარდა :( შარშან ოთხი დღე ვიყავი ხევსურეთში. ჩვენთან ერთად წამოვიდნენ გელა და ალუდა დაიაურები. არდოტში, ხევსურეთის ერთადერთ ეკლესიაში დაწერა ჯვარი მამა თომამ ალუდას და მის მეუღლეს, და აპარეკას და მაყვალას. ერთ-ერთი მეჯვარე იყო ბერდია არაბული, ვინც ამ ტრაგედიის დროს მართავდა მანქანას და დაიღუპა ცილ- შვილიანად. ეს დღეები დაუვიწყარი იყო. გელა საოცარი ადამიანი, თავის კუთხეზე და საერთოდ ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული უნიჭიერესი კაცი , რომელსაც უფალმა მოუვლინა მეუღლე ნამდვილი ანგელოზი, ერთ წუთში გახდა ყველაზე უბედური ადამიანი. ღმერთმა გააძლიეროს .ამბობენ თეონა მესამეზეც იყო ორსულადო. ბევრი შვილები უნდა გავაჩინოო... არაფერი არ ქონდათ, არც სახლი და კარი სიყვარული გარდა :(
19. ამავე საიტზე. ფორუმზე. გავხსენი თემა. შემოდით.... თქვით... ამავე საიტზე. ფორუმზე. გავხსენი თემა. შემოდით.... თქვით...
18. ამ ზამთარს იოჰან ხევსურმა გამაცნო გელა..როგორი უშუალო და რაღაც თბილი ადა მიანია და..რაღა მაინცდამაინც მას უნდა დამართნოდა??:( :( :( სამსახურში დამირეკეს და მითხრეს ეს ამბავი...შოკში ვარ...პატარა მზეები:( :( :( ამ ზამთარს იოჰან ხევსურმა გამაცნო გელა..როგორი უშუალო და რაღაც თბილი ადა მიანია და..რაღა მაინცდამაინც მას უნდა დამართნოდა??:( :( :( სამსახურში დამირეკეს და მითხრეს ეს ამბავი...შოკში ვარ...პატარა მზეები:( :( :(
17. ეს საშინელი ამბავი მეც მოვისმინე ტელევიზორში :( ღმერთმა აცხონოს მათი სულები..... ეს საშინელი ამბავი მეც მოვისმინე ტელევიზორში :( ღმერთმა აცხონოს მათი სულები.....
16. გითანაგრძნობთ ყველას . დაზაფრული ვარ. რად ,უფალო, ამხელა მსხვერპლი გითანაგრძნობთ ყველას . დაზაფრული ვარ. რად ,უფალო, ამხელა მსხვერპლი
15. აცხონოს ღმერთმა.. სამწუხაროა.. ანგელოზების ადგილი ცაშია აცხონოს ღმერთმა.. სამწუხაროა.. ანგელოზების ადგილი ცაშია
14. ვაიმეე დღეს ვუსმინეეე :( რა საშინელებაააა :( ვაიმეე დღეს ვუსმინეეე :( რა საშინელებაააა :(
13. ღმერთო მაღალო, შემძრა და ამაკანკალა......
შენ დაიფარე და უშველე....... რისთვის ამხელა და ამსიმძიმე ჯვარი?!...... ღმერთო მაღალო, შემძრა და ამაკანკალა......
შენ დაიფარე და უშველე....... რისთვის ამხელა და ამსიმძიმე ჯვარი?!......
12. შემზარა .... (თუმცა არავინ იცის რატომ დაუშვა უფალმა ეს განსაცდელი და ნურაფერს იტყვით მეტს სალოცავებზე....) ხანდახან ტკივილს უფრო მეტი ქვია ხოლმე ვიდრე ტკივილი, განუსვენოს უფალმა გარდაცვლილებს, სასუფეველი დაუმკვიდროს , გელა და მათი ახლობლები კი გააძლიეროს, ტკივილიანი ცხოვრება რომ აიტანონ როგორმე.... :( :( :( :( საშინელებაა ..... :( :( :( შემზარა .... (თუმცა არავინ იცის რატომ დაუშვა უფალმა ეს განსაცდელი და ნურაფერს იტყვით მეტს სალოცავებზე....) ხანდახან ტკივილს უფრო მეტი ქვია ხოლმე ვიდრე ტკივილი, განუსვენოს უფალმა გარდაცვლილებს, სასუფეველი დაუმკვიდროს , გელა და მათი ახლობლები კი გააძლიეროს, ტკივილიანი ცხოვრება რომ აიტანონ როგორმე.... :( :( :( :( საშინელებაა ..... :( :( :(
11. დილიდან გული მტკივა ამ ტრაგედიის მოსმენის გამო... ვერ ვისვენებ და შეძრული ვარ სულით ხორცამდე... შეუცნობელია გზანი უფლისანი... ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა დაღუპულთა სულებს დილიდან გული მტკივა ამ ტრაგედიის მოსმენის გამო... ვერ ვისვენებ და შეძრული ვარ სულით ხორცამდე... შეუცნობელია გზანი უფლისანი... ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა დაღუპულთა სულებს
10. ვაიმე, ეს რა გავიგე... აუუუუუ..... ბოლო შატილობას ვიყავი შატილში და გელამ ჩვენთან ერთად გაათენა ღამე, ლექსებს ყვებოდა, ვსვავდით, მაშინ გავიგე რომ გელას ცოლი ფეხმძიმედ იყო... მაშინ გავიგე კიდე რომ გელას ცოტა ადრე პატარა და გარდაეცვალა, ძალიან დიდი უბედურებების გადატანა უწევს ამ კაცს, ღმერთმა გააძლიეროს...
ვაიმე, ეს რა გავიგე... აუუუუუ..... ბოლო შატილობას ვიყავი შატილში და გელამ ჩვენთან ერთად გაათენა ღამე, ლექსებს ყვებოდა, ვსვავდით, მაშინ გავიგე რომ გელას ცოლი ფეხმძიმედ იყო... მაშინ გავიგე კიდე რომ გელას ცოტა ადრე პატარა და გარდაეცვალა, ძალიან დიდი უბედურებების გადატანა უწევს ამ კაცს, ღმერთმა გააძლიეროს...
9. ვიზიარებ მწუხარებას!!! ღმერთო შენ დაგვიფარე!!! გაიხარე შენა!!! ვიზიარებ მწუხარებას!!! ღმერთო შენ დაგვიფარე!!! გაიხარე შენა!!!
7. ვიზიარებ :( ვიზიარებ :(
6. ხო ახლა ვუსმენდი, ძალიან ძნელია... მძიმეა... ტკივილიანია.
უფალმა წაიყვანა ანგელოზები.
რას ვიზამთ... ;(;(
უფალმა გააძლებინოს ეს ტკივილი.
შენიშებულები - კორექტურაა! ხო ახლა ვუსმენდი, ძალიან ძნელია... მძიმეა... ტკივილიანია.
უფალმა წაიყვანა ანგელოზები.
რას ვიზამთ... ;(;(
უფალმა გააძლებინოს ეს ტკივილი.
შენიშებულები - კორექტურაა!
5. ეჰ გელა... ყველა კარგ ადამიანს რატომ ემართება ასეთი საშინელება? :(:(:( ახლა აღარ ჩამოკრავს თავის ბალალაიკას და ეჰ,, როდემდის,,, ეჰ გელა... ყველა კარგ ადამიანს რატომ ემართება ასეთი საშინელება? :(:(:( ახლა აღარ ჩამოკრავს თავის ბალალაიკას და ეჰ,, როდემდის,,,
4. ეს რა საშინელებაა , საბრალო ბავშვები:( და მართლაც ლიკა ჩვენ კითხვებზე ზუსტი პასუხი უფლის გარდა არავის არა აქვს,ვიზიარებ მწუხარებას:( ეს რა საშინელებაა , საბრალო ბავშვები:( და მართლაც ლიკა ჩვენ კითხვებზე ზუსტი პასუხი უფლის გარდა არავის არა აქვს,ვიზიარებ მწუხარებას:(
3. დავიზაფრე... არადა როგორ მინდა ხევსურეთის ნახვა... შევშინდი... :( ღმერთო ყველა დაიფარე! დავიზაფრე... არადა როგორ მინდა ხევსურეთის ნახვა... შევშინდი... :( ღმერთო ყველა დაიფარე!
2. გენაცვალე ლიკა, ძალიან დაზაფრული ვარ...
ნათელის მისცეს თითოეულ გარდაცვლილს უფალმა! :( გენაცვალე ლიკა, ძალიან დაზაფრული ვარ...
ნათელის მისცეს თითოეულ გარდაცვლილს უფალმა! :(
1. საშინელებაააააააააა,დილიდან მარტო ამაზე ვფიქრობ! ვიზიარებ და ჯანდაბა რა ხმელი სიტყვაა ეს ოხერი.
და აღარასოდეს ავალ ჩემს ხევსურეთში, არღუნს ვერასოდეს შევხედავ,ყოველთვის ეს ტრაგედია გამახსენდება. დიდი ძალისაა ჩვენი სალოცავები და უნდა დაეფარა ბავშვები მაინც! :( საშინელებაააააააააა,დილიდან მარტო ამაზე ვფიქრობ! ვიზიარებ და ჯანდაბა რა ხმელი სიტყვაა ეს ოხერი.
და აღარასოდეს ავალ ჩემს ხევსურეთში, არღუნს ვერასოდეს შევხედავ,ყოველთვის ეს ტრაგედია გამახსენდება. დიდი ძალისაა ჩვენი სალოცავები და უნდა დაეფარა ბავშვები მაინც! :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|