ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარნომუსია
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2008


პრინცესებისა და ბაყაყების ზღაპარი

ალბათ ყველას გახსოვთ ორი პრინცესისა და ბაყაყების ზღაპარი , რომელიც აქამდე არც არავის მოუყოლია და მოკლედ არც არსებობდა. ვინც ჩენი ზღაპრის კითხვას დაიწყებს გაფრთხილებთ! აქ იქნება ურთიერთგამომრიცხავი ისტორიები, ბევრი გაუგებრობა და ამ გაუგებრობაში გამოყენებული რეალური ფაქტების ყველაზე არარეალური კუთხით დანახვა.

მოკლედ იმას გიყვებოდუით ერთ პრინცესას, როგორ უნდოდა მისი ფანჯრების წინ ვინმეს ჯაზბენდი მოეყვანა და კონცერტი ჩაეტარებინა, მაგრამ ის თექვსმეტ ღერიან ასანთის კოლოფის მაგრვარ სასახლეში ცხოვრობდა და ყველა გულს წყვეტტდა: ,,შენთან არავინ მოვა! შენამდე ხომ ამწეკრანიც ვერ მოაღწევსო.”
ამასობაში მეორე, მოკლეთმიანი პრინცესა, რომელსაც ჯერ არ იცნობდა ჩვენი ღერებიანი სახლის ბინადარი, ბაყაყებზე ოცნებობდა: ,,ნეტა კუკარიკუს ძახილით ისკუპოს, ისკუპოს და ფანჯრის რაფაზე დასკუპდესო”. ეჰ, ნეტა სად უნდა ეპოვნა საქათმის სკოლა გამოვლილი ბაყაყი?
ხო, ამ ზღაპარში ბატონი ბაყჩოც იყო. კონფორტის მოყვარული და კომუნისტების დროინდელი ,,ჯაკუზის” ბინადარი. დღის მანძილზე მთვარეს ეფიცხებოდა და ღამით მზეს შენათოდა. რა იცოდა თუ ოდესმე ღერებიანი პრინცესას დიდ სიმპათიას დაიმსახურებდა, მაგრამ მისი კოცნა არ ეღირსებოდა და ბაყაყაყისეული დარდით დაიღუპებოდა... ეჰ, საცოდავი ბატონი ბაყჩო... ნეტა მეორე პრინცესა გაეცნო, ის ხომ ბასეინებსა და შადრევნებში  დაეძებდა მასეთ არსებეს და მათ კოცნას შენატროდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღამე დიდ სიბნელეში ცაზე ცისარტყელა ირეკლებოდა და ოცნებაში ჩაძირული მემუარებს წერდა. ღერებიანს კი თავისი კოშკიდან გამოსულს, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ბირჟავიკა ბაყაყები ხვდებოდნენ. მერე ლიმონათის წყარომდე აცილებდნენ და იქიდან ბევრ თხილს ეზიდებოდნენ. ისე ლომონათთან თხილი?  ჰმმ!
ერთხელ ერთ-ერთი ჩვენი პრინცესა საზამთროს სენდვიჩს მიირთმევდა და თან თავისი დარაბებიდან სამყაროს გადაჰყურებდა. ამ დროს ბავშვი ლამაზ ბასეინში გადამხტარა და ვიღაცას უყვირია: ,,რას შვები? მანდ ხომ ბაყაყებიაო!” ამის გაგონემაზე მოკლეთმიანი პრინცესა პირდაპირ კოშკიდან წყალში ჩამხტარა: ,აბა ბაყაყი? მაჩვენეთ ჩემია ეგ ბაყაყიო”. ჰა, რაო?აკოცა? კი, კი აკოცა , აკოცა და მშვენიერ მწვანე მაიკიან ბიძიად გადაქცეულა, რომელსაც ხელში დიდი ბუშტები და მარილიანი ბურბუშელები ეკავა.
ღერებიანსაც ოცნება აუსრულდა, სწორედ მაშინ, როდესაც მისი საცხოვრებელი კოლოფის ღებვა მიმდინარეობდა. პატარა კონბინიზონიანი ბაყაყი რადიოს ღრიალითა და მუსიკალური ჰანგებით სწვევია. საცოდავს ისე შეშინებია, რომ სასწრაფოდ ფანჯარა მიუხურავს და მერე ქუჩაში გავარდნილა. ფეხი რაღაცაზე წამოუკრავს და ბასეინში მოცურავე წყვილთან აღმოჩენილა. ასე გაუცვნიათ პრინცესებს ერთმანეთი. მერე კონბინიზონიანსაც ბევრი უთაფლია ღერებიანი და აუშენებიათ შოკოლადის წყაროიანი და ლიმონათის მდინარით მდიდარი ქალაქი. ოთხივე იქ დასახლებულა და სუხრის სახლები აუგიათ. 
ნინორეტო აქა, ბარნიტო იქა, ნეტოჩკა ჩვენთან და ბარნიტო თქვენთან....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები