ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ივლისი, 2010


არ მელიან

არ მელიან

ისევ უსაფუძვლო
შიში დამეუფლა,
მინდა გაქცევა და
ფეხი ამერია...
ქუჩის ყველა კართან
მაინც ვაკაკუნებ,
თუმცა კარგად ვიცი
არსად არ მელიან...
რადგან ამ ცხოვრების
კურსი დამეკარგა,
რადგან ყველაფერი
არის უკვე ფარსი,
თვალებს გაგისწორებ,
ყურში ჩაგჩურჩულებ,
არსად არავინ  მყავს
კარგო, შენი ფასი...
ისევ არყის ჭიქით
ვიკლავ მონატრებას,
იცი? გელოდები
უკვე რა ხანია,
არეს რომ აყრუებს
ჭინკას ქირქილი და
ეშმას მჭახე ხმების
ბილწი ხარხარია!
ქუჩას ჩაუცვია
ისევ მარტოობის
კაბა. დაუწყია
ჩუმი გარინდება...
მე კვლავ დამიზაფრა
გული უსაშველო
სევდად მოწოლილმა
სველმა ამინდებმა.
ახლაც უსაფუძვლო
შიში დამეუფლა...
მინდა გაქცევა და
ფეხი ამერია...
უკვე მხოლოდ ნაცნობ
კართან ვაკაკუნებ,
მაგრამ, როგორც წესი
აქაც არ მელიან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები