ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2010


ისევ გიყვები ზღაპარს (უცხოს)

ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის.
უნაბის თვალები ნაღველმა დანისლა, შაჰრაზად.
მოყევი ამბები, თუნდაც სულ უცხოსი, ვიღაცის…
ვიდრე მზე ამ ღამეს სპილენძის ურდულით ჩარაზავს.

ცამ, მთვარის ფიალა შეავსო ქარვისფერ შარბათით,
დავლიოთ! მე შენთვის მეორე ღამეა, უცხო ვარ.
ვიცი, რომ გაგონებ ულამპროდ დარჩენილ ალადინს
და როგორც ზღაპარი, წარსულში დამტოვე უხსოვარ.

სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი,
უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად.
მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის
ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც  ვერ მოყვება.

ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის.
მიამბე ზღაპარი... ზღაპარი მიამბე, შაჰრაზად.
მე შენი ტუჩები, წითელ ვარდს მაგონებს შირაზის
და შენი თვალების, ვერასდროს ამოვხსნი ქარაგმას.

                                                                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები