ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2010


ჩემი მაკიაველი

- რა ეშმაკი ავალებს,
რა შობს მაკიაველებს?-
- სწუხან მედიჩები.

მითხრეს: - მოგვწყდი, მოგვშორდი!
ყბედი იყავ ყოველთვის,
ისევ ყბედი რჩები.

ვერ მოეგე გონებას,
ვერ მოერგე მედიჩებს.
რას ემეტიჩრები!

ფლორენციავ, მისმინე!
ჩემი მწარე ბედი ხარ
და იმედი ჩემი.

თუკი შენ გადარჩები,
რაა მაკიაველი,
ანდა მედიჩები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები