 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 1 აგვისტო, 2010 |
სცენა წარმოადგენს..... სცენას. უკან, სივრცეში, ფარდაა ჩამოკიდებული, ზედ რაღაც სისულელეები აწერია, მაგრამ შრიფტი წვრილია, ცუდად იკითხება სამაგიეროდ მარჯვენა ზედა კუთხეში დიდი ტრანსპარანტია უცნაური წარწერით ურა! კმარა? კი... დარბაზი ხალხითაა სავსე , უმეტესობა ახალგაზრდაა, პირდაღებული, კისერწაგრძელებული, თვალებანთებული... სცენაზე ვიღაც დგას და ლექსს კითხულობს, არა, კი არ კითხულობს, ასე ამბობენ კითხულობსო, ლექსსო, ლექსსო, ასე ამბობენ დარბაზი იცინის, იცინის მოზომილად , ლამაზად , ღირსეულად, არავითარი ექიდნური ჰუ–ჰუ–ჰუ, მხოლოდ კლასიკური ჰა–ჰა–ჰა , ზოგი ფეხებსაც აბაკუნებს, ეტყობა ემოციებს ვერ მართავს! შუა რიგში ორნი ჩურჩულებენ: ––ეი , ეი მეგობარო, გესმის ? ეს ვინ არის ? მეორე ისე უყურებს თითქოს უცხოპლანეტელი დაინახა სკაფანდრგახდილი და თავის რაკეტაზე მიყრდნობილი , მერე მოწყალედ უღიმის: ––ხუმრობთ?... ეს ხომ ჩვენი მზე, ჩვენი სიამაყეა.... პირველი ყურადღებით აკვირდება გვერდზე მჯდომს და ცდილობს მის ტვინში ჩაიხედოს, ჩასწვდეს როგორმე ნეტავ რა პროცესი მიმდინარეობს იქ, შიგნით , ან იქნებ არაფერიც არ მიმდინარეობს და პირიქით , ყველა პროცესი დიდი ხნის წინ შეწყდა?! მეორე ისევ უღიმის და ხვდება რომ ზოგიერთი აზრზე არაა საერთოდ რა ხდება ამ ქვეყანაზე... ––მართლა არ გაგიგიათ?... ეს ხომ ჩვენი საპლანეტაშორისო მნიშვნელობის პოეტია... დიადი ძგიბადურა! ––საპლანეტაშორისო.... რაა???... ყურებს არ უჯერებს პირველი და ფეხზე ადგომას აპირებს ––დაჯექით და უსმინეთ ––ემუქრება მეორე და სახელოზე ქაჩავს ის ჯდება და სახე საოცრად აქვს შეცვლილი, ალბათ სიცხის ბრალია ? დარბაზში კონდიციონერი არ მუშაობს სცენაზე ახლა სხვა გამოდის , ხელს ზემოთ სწევს , თავს სამ მეოთხედზე ატრიალებს და ხმამაღლა მთელი განცდით აბოყინებს დარბაზი ექსტაზშია! ზოგი ძირს ვარდება და კრუნჩხვა ეწყება, ზოგიც გამეტებით ურტყამს შუბლს სკამის საზურგეს ––ოოოოჰ.... ––უუუნიჭიერესი! ––უუუმაგრესი!! ––საოცრება!!! " უნიჭიერესი " ლუღლუღებს თან ხელს აქნევს , მასაც სცხელა რაც მართალია მართალია , ცხელა საშინლად! პირველი ისევ ვერ ისვენებს , თავს ხრის და ახლა მარჯვნივ მჯდომს ეჩურჩულება: ––ეს ვინღაა?.. ესეც საპლა..... საპლანეტაშორისო პოეტია? მარჯვნივ მჯდომი ძლივს წყდება სანახაობას , თვალებს აბრიალებს, იქ ჯერ სიძულვილი მერე სიბრალული გამოსჭვივის ––მართლა არ იცით ვინაა?? ეს ხომ ციმციბურაა , დიდი , განუმეორებელი ციმციბურა ! ცისფერი ზღვების პლანეტიდან, საათში 108 ლექსს წერს ! თუ მთვრალია 109–ს! ნუთუ მართლა არ გაგიგონიათ? ––ჩუმად! ჩუმად ! –––დაიყვირეს უკანა რიგებიდან –––მოგვასმენინეთ! პირველმა არარაობად იგრძნო თავი , მოიწყინა და ალბათ გადაწყვიტა არავისთვის აღარაფერი ეკითხა მაგრამ როცა მესამეც გამოვიდა სცენაზე ....... ..... მე აქ ეტყობა ავღელდი და დრამატურგიიდან პირდაპირ პროზაზე გადავედი. –––ეი ! ეი! ეი ! მართლა და მართლა , რა არი რას უსმენთ თქვე სულელებო ? ან ეს ვინაა, ან ამის წინ ვინ იყო, თქვენ რა , ვერბალური ონანისტების და ლიტერატურული იმპოტენტების მხარდასაჭერ აქციას აწყობთ ??? თქვენიიიი....... ––რას ბოდავს?... ვინაა?.. ––რა ხდება?... რამდენს ბედავს!... ––ეს ვინ არის?... ––ვინ ოხერმა შემოუშვა!!! ––გააგდეთ, მაგის..... გაისმა უკმაყოფილო ხმები ,მერე შუქიც აანთეს და ყველა მე მომაჩერდა, მარჯვნივ მჯდომს ხელი ჩაევლო ჩემთვის ,მისი ფრჩხილები ხორცში მესობოდა, თითები გალურჯებოდა მე ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი , საშინლად გაავებული ვიყავი! ––დაჯექი, დაჯექი, ––იძახდა ის , მერე ხელი მიშვა და წვრილი სასაცილო ხმით დაიყვირა: ––ეშმაკსაც წაუღიხარ ! ვიღაც სულელია ! აგენტი! ალბათ აგენტი შემოგვიგზავნეს! აბა შეხედეთ , კალამი აქვს ჯიბეში !სროლას აპირებდა, სროლას!... ხალხი ხმაურით წამოიშალა სკამებიდან , უფრო დამცხა, ხელები მოვმუჭე და ხმამაღლა დავიყვირე: ––ეხლა არავინ მომეკაროს თორეემ ... ვაჟასთან გიჩივლებთ! ამან ბრბოზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა ( ერიჰააა!!!) ––ვაჟასთან ,... ილიასთან ... აკაკისთან... ჰო, თუ არ მოისვენებთ შოთას ვეტყვი! დიდ შ ო თ ა ს !!!! ბრბო უცებ მოეშვა და ახარხარდა.... ––შეშლილია , აშკარად! ––უბედური ! აი სადამდე მივიდა... ––მეც არ მეგონა... ––წარმოგიდგენიათ ?... რა საღამო ჩაგვიშალა!.. როგორ ეწყინება ახლა ძგიბადურას... ––გაუმარჯოს დიდ ძგიბადურას!!! ––აიტაცა ბრბომ–– გაუმარჯოს!!! ამით ვისარგებლე , მივიხედ–მოვიხედე, იქვე , სცენაზე, მარცხენა კუთხეში, ქვევით , მართკუთხედი დავინახე, ზედ " გ ა ს ვ ლ ა " ეწერა, იქით გავიქეცი.... აი ცოტაც და მივაღწიე თითქმის.... ––დაიჭი !.. დაიჭი!.. ––– გაისმა ნაცნობი წვრილი ხმა ––– გაქცევას აპირებს!!! ვხედავდი როგორ მოიწევდნენ ჩემსკენ , ხელებს პარჭყავდნენ და ჩემი შეპყრობა სურდათ, ყველა ცდილობდა პირველი თვითონ დავეჭირე და სასტიკად გამსწორებოდა... ამ ჭყლეტვაში მივირბინე კიდევაც...
....და თვალი გავახილე .....
....... ქულერი მონოტონურად დუდუნებდა, მონიტორი ჩამქრალიყო, კლავიატურიდან თავი ავწიე და უაზროდ შევხედე ფანჯარას თენდებოდა.................
1.08. 2010. სერგეი ნეველი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. "საათში 108 ლექსს წერს ! თუ მთვრალია 109–ს!"
=))
"სცენაზე, მარცხენა კუთხეში, ქვევით , მართკუთხედი დავინახე, ზედ " გ ა ს ვ ლ ა " ეწერა, იქით გავიქეცი.... აი ცოტაც და მივაღწიე თითქმის...." :D
ამ ყველაფრის მერე "შესვლას" გმირულად და უშიშრად დააჭირე ? :D:D:D "საათში 108 ლექსს წერს ! თუ მთვრალია 109–ს!"
=))
"სცენაზე, მარცხენა კუთხეში, ქვევით , მართკუთხედი დავინახე, ზედ " გ ა ს ვ ლ ა " ეწერა, იქით გავიქეცი.... აი ცოტაც და მივაღწიე თითქმის...." :D
ამ ყველაფრის მერე "შესვლას" გმირულად და უშიშრად დააჭირე ? :D:D:D
16. მანამდეც მქონდა წაკითხული მაგრამ ახლა ბოლომდე გავითავისე, საშინელი ეალობაა სამწუხაროდ, ამასთანავე გენიალუადაა სურათი გაშლილი. ნიჭიეროო!(ეს მიმართვა ავტორს ეკუთვნის) მანამდეც მქონდა წაკითხული მაგრამ ახლა ბოლომდე გავითავისე, საშინელი ეალობაა სამწუხაროდ, ამასთანავე გენიალუადაა სურათი გაშლილი. ნიჭიეროო!(ეს მიმართვა ავტორს ეკუთვნის)
15. კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე,ვინმემ პლაგიატი არ დამწამოს ან გადაწერა მეთქი,თუ გამიმართლა და პირველი ვარ ხომ კარგი.კიდევ კარგი ამჯერადაც არ ვუღალატე ჩვევას,თორემ ილტოსპირელის სიტყვებს გავიმეორებდი.5 კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე,ვინმემ პლაგიატი არ დამწამოს ან გადაწერა მეთქი,თუ გამიმართლა და პირველი ვარ ხომ კარგი.კიდევ კარგი ამჯერადაც არ ვუღალატე ჩვევას,თორემ ილტოსპირელის სიტყვებს გავიმეორებდი.5
14. შესანიშნავია! შესანიშნავია!
13. უუჰ, გაასწორა რაა :D ძგიბადურები მიწასთან გაასწორა :D :D იუმორისტულში ასეთი აზრიანი ცოტა წამიკითხავს, ბრავო .... +++ უუჰ, გაასწორა რაა :D ძგიბადურები მიწასთან გაასწორა :D :D იუმორისტულში ასეთი აზრიანი ცოტა წამიკითხავს, ბრავო .... +++
12. :) 2 წარმატებები, კარგია, :) 2 წარმატებები, კარგია,
11. ურაკპარაკი დასიზმრებიაო?...:) ნეტავ ის ძგიბადურა რომელია?...:) მომეწონა, რაღაც ახალია... ურაკპარაკი დასიზმრებიაო?...:) ნეტავ ის ძგიბადურა რომელია?...:) მომეწონა, რაღაც ახალია...
10. ურაკპარაკი დასიზმრებიაო?...:) ნეტავ ის ძგიბადურა რომელია?...:) მომეწონა, რაღაც ახალია... ურაკპარაკი დასიზმრებიაო?...:) ნეტავ ის ძგიბადურა რომელია?...:) მომეწონა, რაღაც ახალია...
8. ––ეხლა არავინ მომეკაროს თორეემ ... ვაჟასთან გიჩივლებთ! ამან ბრბოზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა ( ერიჰააა!!!) ––ვაჟასთან ,... ილიასთან ... აკაკისთან... ჰო, თუ არ მოისვენებთ შოთას ვეტყვი! დიდ შ ო თ ა ს !!!! ბრბო უცებ მოეშვა და ახარხარდა :) მომეწონა! გამაღიმა! 5 ––ეხლა არავინ მომეკაროს თორეემ ... ვაჟასთან გიჩივლებთ! ამან ბრბოზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოახდინა ( ერიჰააა!!!) ––ვაჟასთან ,... ილიასთან ... აკაკისთან... ჰო, თუ არ მოისვენებთ შოთას ვეტყვი! დიდ შ ო თ ა ს !!!! ბრბო უცებ მოეშვა და ახარხარდა :) მომეწონა! გამაღიმა! 5
5. კოშმარი კი არა ბრავო, სერგეის! ურაკპარაკი დასიზმრებია გაბეზრებულ კაცს! 55555 მოკითხვები გვირგვინად! კოშმარი კი არა ბრავო, სერგეის! ურაკპარაკი დასიზმრებია გაბეზრებულ კაცს! 55555 მოკითხვები გვირგვინად!
4. :)) რა კოშმარი დაგსიზმრებიაა? :D:D:D :)) რა კოშმარი დაგსიზმრებიაა? :D:D:D
3. +2 ძალიან კარგია, სერგეი +2 ძალიან კარგია, სერგეი
2. ხო დაბადების დღეს გილოცავ ! ხო დაბადების დღეს გილოცავ !
1. საინტერესოაააა... საინტერესოაააა...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|