ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2010


უცხო ქუჩაზე...

მგონი ეს ქუჩა  მთელ სამყაროს ისე დაიტევს,
რომ დედამიწას ერთ ლაქადაც არ  დააჩნდება.
ახლა ვამბობ და აღარ ვიტყვი მორჩა ამის მეტს.
ალვის ხეები სახლებს შორის ცოცხალ კედლებად

დგანან შიშვლები.. მე საათზე, ჩემს დროს  ვაჩერებ
სუპერ მარკეტში გამყიდველი აბრუნებს ხურდას.
ტელევიზორში აჩვენებენ ასჯერ ნაჩვენებს.
რაღაცას ვყვები, რას ვამბობდი?- ვაგრძელებ ჰოდა...

აქ, რეკლამები ათასფერად აფრქვევენ ნეონს.
და ლამპიონი ღამის პეპლებს შუქზე აგროვებს.
უცხო ქუჩაზე ახლა ისევ  მარტო ვსეირნობ,
რომ  აღარავის დაველოდო უფრო ახლობელს.

დროა წასვლისა, კაი ხნის წინ გაცივდა ყავა.
ტაქსი ჩერდება. გვიანია ამდენს კი  ვხვდები....
შენ ისე ხშირად მეკითხები: რატომ გიყვარვარ?-
რომ მე გპასუხობ: სისულელეს ნუ მეკითხები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები